"ბედნიერება" - ნინო სურგულაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ბედნიერება" - ნინო სურგულაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2024-11-18 11:50:58+04:00

ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში საკმაო აქტიურობით გამოირჩევა. მომღერალი გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ნინო მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტო აქვეყნებს:

nino_surguladze

  • "ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური" - ნინო სურგულაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს 
  • ბედნიერი ოჯახის კადრები: ნინო სურგულაძე ტყუპების ვიდეოს აქვეყნებს 

ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

 გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია"  - ამბობდა მომღერალი.

ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.