ვინ არის მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცის, დუდუ დადიანის და? "პრინცესა მაკა დადიანის" ამბავი - Marao

ვინ არის მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცის, დუდუ დადიანის და? "პრინცესა მაკა დადიანის" ამბავი

2024-11-18 15:09:00+04:00

მე-20 საუკუნის პრინცის, დუდუ დადიანის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ. მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, ავანტიურისტული ბუნება და არისტოკრატული გარეგნობა იმ ადამიანებშიც იწვევს აღფრთოვანებას, ვისაც დუდუ მხოლოდ ფოტოზე უნახავს. 

დუდუ დადიანი 

უყვარდა კალათბურთი, ხშირად დადიოდა სანადიროდ და ხიფათიც მუდამ თან სდევდა .ერთხელ, სანადიროდ წასულს, მის და მის მეგობარს შემთხვევით აზერბაიჯანის საზღვარი გადაუკვეცავთ და დაუჭერიათ. ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჩარევის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში გაუთავისუფლებიათ. ასეთ ამბებს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ბევრს იხსენებენ...გაგრძელება

განსაკუთრებით ბევრი აქვს გასახსენებელი დუდუს ძმას, ლევან დადიანს:

"დუ­დუს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში და­ვი­თი უწე­რია, მაგ­რამ ჩემი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი შერ­ჩა... მი­მაჩ­ნია, რომ დუ­დუმ და მის­მა თა­ო­ბამ კა­ლათ­ბურ­თის ერ­თგვა­რი ეპო­ქა შექ­მნეს. მი­სა­ბა­ძი კაცი გახ­და დუ­დუც და მისი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბიც. არ­სე­ბობს შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი და დუდუ იყო ასე­თი. ცოტა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია იმის თქმა, რომ მე­ქალ­თა­ნე იყო. თუმ­ცა ქა­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მარ­თლაც გახ­ლდათ.

  • 90-იანი წლების თბილისელი პრინცები - ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძისა და დუდუ დადიანის უცნობი ამბები 

მატ­ჩის დროს დარ­ბაზ­ში ცალ­კე ის­ხდნენ მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი და როცა დუდუ ბურთს მი­ი­ღებ­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვებ­დნენ. სა­მა­გა­ლი­თო კაცი და ნაღ­დი ქარ­თვე­ლი იყო. ძნე­ლია ძმა­ზე ლა­პა­რა­კი, უბე­დუ­რე­ბაა, რომ აღარ მყავს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ და­ა­ვად­და...), დუ­დუს მე და ჩვე­ნი უფ­რო­სი და - მაკა ვზრდი­დით. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მო­ი­შა­ლა და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მა­მას მე­ო­რე ცოლ­მა, ნამ­დვი­ლი დე­დო­ბა გა­უ­წია, სა­ოც­რად ეს­მო­დათ ერ­თმა­ნე­თის...“ - ამ­ბობს ლე­ვან და­დი­ა­ნი.

პრინ­ცე­სა მაია (მაკა) და­დი­ა­ნი 

პრინ­ცე­სა მაია (მაკა) და­დი­ა­ნი ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას. მისი დიდი პაპა, ალექ­სან­დრე და დიდი ბე­ბია ნინო ორი­ვე და­დი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ის არის ოდი­შის მთავ­რის ოტი­ას და­დი­ა­ნის პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე მერ­ვე თა­ო­ბის. ის ასე­ვე მეფე მა­ნუ­ჩა­რის (1792) და დიდი ნი­კოს (1834, სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, სამ­ხედ­რო სარ­და­ლი, მინ­გრე­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ელჩი და ის­ტო­რი­კო­სი) პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რეა მე­ექ­ვსე თა­ო­ბის.

მა­კას მშობ­ლებ­მა, მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, პი­ა­ნის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა მუ­სი­კას­თან ერ­თად ბავ­შვო­ბი­დან­ვე იზი­დავ­და მხატ­ვრო­ბა. ის ქმნი­და ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ას­ლებს, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო, მი­ქე­ლან­ჯე­ლო, რა­ფა­ე­ლი, რუ­ბენ­სი და სხვა. მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­კამ თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რის გან­ხრით.

ხატ­ვის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, 23 წლის ასაკ­ში, მუ­სი­კო­სის კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლა და­ი­წყო, სა­დაც 1983 წელს მისი პირ­ვე­ლი სოლო გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა. მაკა და­დი­ა­ნის ხუთი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ფე­ნი­ლია ფა და­ცუ­ლია მოს­კო­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ფონდში.1988 წელს მა­კამ მუ­შა­ო­ბა მა­შინ­დელ პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფეს­ო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1989 წელს მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის მხატ­ვარ­თა სახ­ლში, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, 1991 წელს, მხატ­ვარ­თა სახ­ლი სრუ­ლად და­იწ­ვა და მისი ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ნად­გურ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხატ­ვა გა­ნაგ­რძო და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა­ში. მაკა 2004 წელს გა­და­ვი­და ცი­უ­რიხ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.

მაკა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ასე­ვე მხატ­ვა­რი პიერ შვარ­ცენ­ბა­ხია. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნო. მა­შინ დუდუ რამ­დე­ნი­მე თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მა­კას ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. ორი წლის შემ­დეგ ისევ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და და­ო­ჯახ­დნენ. მა­კას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი ეკა­ტე­რი­ნა და­დი­ა­ნი ჰყავს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ დე­დას­თან ერ­თად წა­ვი­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში და იქ და­ო­ჯახ­და. 

წაიკითხეთ სრულად