"მამას გოგოა" - ლუკა ნაჭყებია უსაყვარლეს შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს - Marao

"მამას გოგოა" - ლუკა ნაჭყებია უსაყვარლეს შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

2024-11-19 10:34:27+04:00

ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია და მისი მეორე ნახევარი, ანუკა ჯორბენაძე რამდენიმე ხნის წინ მშობლები გახდნენ.

წყვილს უსაყვარლესი გოგონა შეეძინათ, რომელსაც ანიტა დაარქვეს. ლუკა შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

nachyebia_shvili

  • "ანუკა, ლუკა, ანიტა" - ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ოჯახური იდილია 
  • ლუკა ნაჭყებიას მეუღლე პატარა ანიტას ფოტოს აზიარებს 

ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე 

სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 

წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას ანიტა დაარქვეს. ამჯერად მშობლები სწორედ ანიტას კადრებს გვიზიარებენ: