ცნობილი ბრიტანული სკანდალი - ვინ იყო ჰერცოგინია, რომელსაც ქმარი ნიმფომანიაკობას აბრალებდა - Marao

ცნობილი ბრიტანული სკანდალი - ვინ იყო ჰერცოგინია, რომელსაც ქმარი ნიმფომანიაკობას აბრალებდა

2024-11-19 12:07:38+04:00

მარგარეტ ვიგამი იყო შოტლანდიელი ბიზნესმენისა და მილიონერის, ჯორჯ ჰეი უიგჰემისა და მისი მეუღლის, ჰელენ მან ჰანაის ერთადერთი ქალიშვილი. 15 წლის ასაკში ის მსახიობ დევიდ ნივენისგან დაორსულდა, თუმცა დედის მოთხოვნით აბორტის გაკეთება მოუწია. 

margaret

იგი დებიუტანტად წარადგინეს 1930 წელს  - ამავე პერიოდში ჰქონდა რომანი პრინც ალი ხანთან, ავიატორ გლენ კიდსტონთან, ბარონ მარტინ სტილმან ფონ ბრაბუსთან, მაქს აიტკენთან და პრინც ჯორჯთან. საბოლოოდ, კი ცოლად მდიდარ ამერიკელს,  ჩარლზ სვინის გაჰყვა. წყვილს ორი შვილი შეეძინა - ვაჟი ბრაიანი და ქალიშვილი ფრენსისი. მათი ქორწინება 1947 წელს დასრულდა. 

margaret

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მარ­გა­რეტს ნიმ­ფო­მა­ნია 1943 წელს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და - იგი ლიფ­ტის შახ­ტში ჩა­ვარ­და და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია გე­მო­სა და ყნოს­ვის და­კარ­გვა, მაგ­რამ გა­ამ­ძაფ­რა სექ­სუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი.

margaret

  • "ქალების გარეშე არაფერი არ ვარ" - უცნობი ფაქტები ჟან-პოლ ბელმონდოს შესახებ 
  • "ვნება არის ყველა შემოქმედების მამოძრავებელი ძალა" - ანა მანიანის გამონათქვამები 

სკანდალი

ჰერ­ცო­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ალ­კოჰოლ­ზე, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და ნარ­კო­ტი­კებ­ზე. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ წინა ორ ცოლ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ერთხელ, როცა ჰერ­ცო­გი­ნია ნიუ-იორკში იმ­ყო­ფე­ბო­და, ეჭ­ვი­ან­მა ჰერ­ცოგ­მა და­ქი­რა­ვე­ბულ მუ­შებს მისი ოთა­ხის გა­ჩხრე­კა და­ა­ვა­ლა, სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მის კა­რა­და­ში შე­ნა­ხუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც შიშ­ვე­ლი მარ­გა­რე­ტი მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის თა­ვიც ფო­ტო­ზე არ ჩან­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი დუნ­კან სენ­დი­სი იყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის სიძე გახ­და.

margaret

შე­ად­გი­ნეს 88 კა­ცის სია, რომ­ლებ­თა­ნაც, ჰერ­ცო­გის მტკი­ცე­ბით, მის ცოლს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სი­ა­ში შე­დი­ო­და მთავ­რო­ბის ორი მი­ნის­ტრი და ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სამი წევ­რი.

ჰერ­ცოგ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ედინ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას 4 წელი დას­ჭირ­და. მო­სა­მარ­თლემ მარ­გა­რეტს "გარ­ყვნი­ლი ჰერ­ცო­გი­ნია" უწო­და და ქმრის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­ვა­ლა. სკან­დალ­მა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქა­ლის რე­პუ­ტა­ცი­ას.

margaret

მარგარეტი აღარ დაქორწინებულა, დაკარგა თავისი ქონების დიდი ნაწილი. იგი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, 1993 წლის 25 ივლისს.