სოფო გელოვანი ქართველი მომღერალია, რომელმაც 2026 წელს, ნოდიკო ტატიშვილთან ერთად, საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა.
განათლება
დაიბადა 1984 წლის 21 მარტს თბილისში. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – უცხო ენების ფაკულტეტი ესპანური ენის განხრით. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საესტრადო ვოკალის განხრით.
კარიერა
მუსიკალური ნიჭი 5 წლის ასაკში გამოავლინა. 2000 წლიდან მონაწილეობს უამრავ საერთაშორისო კონკურსში მოლდავეთში, რუსეთში , სომხეთსა და აზერბაიჯანში და მრავალი გრან პრისა და საპრიზო ადგილის მფლობელია. 2005 წელს საპრიზო ადგილით დაბრუნდა კონკურსიდან „სლავური ბაზარი“.
"რაც თავი მახსოვს, სულ მომღერლობა მინდოდა, სხვა არც არაფერზე მიფიქრია. მართალია, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე ესპანური ენის განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სიმღერა და მხოლოდ სიმღერა არის ჩემი ერთადერთი მოწოდება" - ამბობდა სოფო.
სოფო გელოვანი საზოგადოებამ პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში გერმანიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული არტისტები მღეროდნენ, ფესტივალი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა.
2012 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში გერმანიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული არტისტები მღეროდნენ, ფესტივალი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა.
პირადი ცხოვრება
სოფო გელოვანის მეუღლე ნოდი ლანდიაა. წყვილს ორი შვილი ჰყავს:
"ოჯახის შექმნის საძირკველი სიყვარულია, მაგრამ ამასთან ერთად უმთავრესი და აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. როცა ორი ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას, ისინი იწყებენ ერთმანეთის შეცნობას. ამ დროს არის წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი. ზუსტად ამის დაძლევაში გეხმარება ერთმანეთის პატივისცემა. თანდათან სწავლობ, რა მოსწონს შენს მეუღლეს, რა უყვარს. სწავლობ დათმობას, პატიებას. ისიც ასეა და ეს ხდის ოჯახს სტაბილურს.
მეუღლე პატივს სცემს ჩემს პროფესიას, მოსწონს ჩემი შემოქმედება, გვერდით მიდგას. ვაფასებ მის თანადგომას, ვიცი მისი ინტერესები. ჩვენ საერთო საზრუნავი გვაქვს, შვილებს ვზრდით და ბედნიერები ვართ" - აღნიშნავდა მომღერალი. (წყარო)