"მე და თაკოს დაახლოებით 3 თვე ერთმანეთთან არ გვილაპარაკია ვიღაცების უხეში ჩარევების გამო" - ანა სართანია დისა და მასთან ურთიერთობის შესახებ - Marao

"მე და თაკოს დაახლოებით 3 თვე ერთმანეთთან არ გვილაპარაკია ვიღაცების უხეში ჩარევების გამო" - ანა სართანია დისა და მასთან ურთიერთობის შესახებ

2024-11-19 14:53:55+04:00

გაშვილებული დების, ანა სართანიასა და მისი დის, თამარის შესახებ თამუნა მუსერიძისა და მისი გადაცემის საშუალებით მთელმა მსოფლიომ გაიგო. დების შესახებ BBC-მ გადაცემა მოამზადა, მალე კი გოგონების შესახებ კიდევ ერთ ფილმს ვიხილავთ. 

  • "ეს ბედნიერი დასასრულია... დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი" - საოცარი ისტორია ქართველ ტყუპ დებზე, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს 

ანამ და თამარმა ერთმანეთი პროექტ "ნიჭიერის" საშუალებით იპოვეს, როცა ანა მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა. ახლა კი, ახლა სეზონში, რომელიც მალე დაიწყება, ანა კვლავ გამოჩნდება. 

ანამ საკუთარი ცხოვრების, დასთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. 

sartania

ანა სართანია 

"ალბათ, "ნიჭიერში" მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემმა დამ პირველად ამ შოუს სცენაზე მნახა: ჩემთვის "ნიჭიერი" ნოსტალგიურია, ბავშვობას მახსენებს, კარგად თუ ცუდად... პლუს, ხალხი ისე მიცნობს, როგორც გოგოს, რომელმაც ტყუპისცალი და იპოვა და არა როგორც მოცეკვავეს. მინდა ხალხს ამ ამპლუაშიც გავაცნო თავი. მოგეხსენებათ, საქართველოში ისეთი პროექტი არ გვაქვს, სადაც მხოლოდ მოცეკვავეები შევძლებთ მონაწილეობას. ასე რომ, გადავწყვიტე, ისევ "ნიჭიერში" მეცადა ბედი... ჩემი და, შეყვარებული, მთელი ოჯახი, სამეგობრო, შეყვარებულის ოჯახი... ყველა მგულშემატკივრობს, მაგრამ მთავარ გულშემატკივრად ჩემს დას და დედას დავასახელებ.

  • "ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო“ - თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შესახებ 

ჩემი დედ-მამა დაშორებულები არიან. წლებია, მამასთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა 6-7 წლამდე "მამიკოს გოგო" ვიყავი - ყველაზე მეტად მამა მიყვარდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია ისე დალაგდა, რომ მამა ჩემგან შორს იყო. 2 წელიწადში ერთხელ თუ ვნახავდი... 15 წლის ვიყავი, როცა ბოლოს ვნახე...

უერთმანეთოდ მე და ჩემი და არაფერს ვაკეთებთ. მას თავისი ცხოვრება აქვს, მე - ჩემი, მაგრამ ხშირი "გადაკვეთა" გვაქვს. ჩემს დას ბარები, გართობა, კონცერტები უყვარს, მე კი ასეთი რაღაცები დიდად არ მიტაცებს - სხვა რაღაცებზე კონცენტრირებული ვარ, მაგრამ კვირაში ერთხელ სადმე გასვლა და ჭორაობა ჩემი ჰობია.

მე და თაკოს დაახლოებით 3 თვე ერთმანეთთან არ გვილაპარაკია. მთელი წელი კარგი ურთიერთობა არ გვქონია და ერთმანეთს არ ვნახულობდით, გარკვეული მიზეზების, ვიღაც-ვიღაცების უხეში ჩარევების გამო... საბოლოოდ, რა თქმა უნდა, "დავლაგდით" და ისევ ისე ვართ, როგორც უნდა ვიყოთ, რა... ჩვენს ცხოვრებაში ისე არაფერი ხდება, რომ ერთმანეთს არ გავაგებინოთ. მას თუ რამე პრობლემა ან სასიხარულო ამბავი აქვს, მაშინვე მწერს - ანო, ჩემს თავს ესა და ეს ხდებაო. მეც ანალოგიურად ვიქცევი. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, რაც შეგვიძლია", - ამბობს ანა სართანია. 

წაიკითხეთ სრულად