ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შვილი, დამიანე გაქრისტიანდა. ნათლობა სამთავროში, იმავე მონასტერში შედგა, სადაც წყვილმა ჯვარი დაიწერა. ნათლობის შემდეგ კი მშობლებმა პატარა დამიანეს ფოტოები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნეს. ხვიჩამ და ნიცამ გულშემატკივრებს ოჯახური კადრებიც გაუზიარეს, სადაც მშობლებთან, და-ძმასთან და დამიანეს ნათლიებთან ერთად ჩანან:
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“, – წერდა იტალიური მედია.
ცოტა ხნის წინ FIFA-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ვრცლად ისაუბრა მამობისა და ოჯახის შესახებ:
"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა - გავხდი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა, განიცადოს ეს ბედნიერება ცხოვრებაში...