ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ მეორედ გახდა დედა.
ქეთი უსაყვარლეს შვილთან ერთად დროს მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს. „ჩვენი შეხვედრა იყო დაუვიწყარი“, – წერს ქეთი.
ქეთი ხატიაშვილი დედობის შესახებ
„მინდა, დედებს ვურჩიო, რომ საკუთარ თავსაც დაუთმონ დრო, თუნდაც დილას, ან ძილის წინ. მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბავშვებთან მუშაობამ ძალიან მალევე გამომიყვანა. ყველა დედას ვუსურვებ, იპოვონ ერთი ადგილი, სადაც განმარტოვდებიან და დაიცლებიან უარყოფითი ენერგიისგან, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად დაიმუხტებიან დადებითი ენერგიით…
ჩემს შემთხვევაში, ენერგიის წყარო არიან ბავშვები, როგორც აკადემიაში, ასევე სახლში. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ვიპოვე სამსახური, რომელიც მიყვარს და მაბედნიერებს. რომ არ დაგიმალოთ, განვიცდი და მინდა, რომ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო მქონდეს, დილას და საღამოს ერთად ვატარებთ დროს. საღამოს, სამსახური მორჩება თუ არა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილია შეგვეძინა, გამოქცევაზე ვარ, რომ ერთად გავატაროთ დრო დაძინებამდე. ოჯახი, რა თქმა უნდა, არის მთავარი… თუ არის თავისუფალი დრო, უნდა დაიხარჯოს განათლებაში ან ოჯახთან ერთად გატარებულ დროში. ღამე დათო ძალიან მეხმარება, მორიგეა, ასე ვთქვათ, ღამეში ოთხჯერ გაღვიძება ძნელია. ძალიან გამიმართლა, დათო ძალიან კარგი მამაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და დიდი ბონუსია.
ჯერ მიჭირს თქმა, ვის ჰგავს ილია. სულ უნდა თამაში, თუ რამე არ აწუხებს…“