„ამაზე ტკბილი კადრი არ არსებობს“ - ოთარ ტატიშვილის უსაყვარლესი ვიდეო პირველ შვილიშვილთან ერთად - Marao

„ამაზე ტკბილი კადრი არ არსებობს“ - ოთარ ტატიშვილის უსაყვარლესი ვიდეო პირველ შვილიშვილთან ერთად

2024-11-20 11:02:37+04:00

რამდენიმე თვის წინ ექიმი, ცნობილი ტელესახე ოთარ ტატიშვილი ბაბუა გახდა. ოთარ ტატიშვილის ქალიშვილს ნანის, ბიჭი შეეძინა.

ნანი ტატიშვილი სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს – უსაყვარლეს პატარას ბაბუას ხელებში მშვიდად სძინავს. კადრებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უამრავი დადებითი შეფასება გამოიწვია:

„ეს არის სიყვარული! თბილი და საიმედო ხელები“… „ამაზე ტკბილი კადრი არ არსებობს“, - წერენ კომენტარებში.

@naniceau #fyp #for #you #dad #inlovewithyou #puppy #son #grandpa ♬ My Love Mine All Mine - Mitski

ოთარ ტატიშვილის ოჯახი

ოთარის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძეა, რომელსაც მსახიობი წლების წინ დაშორდა. ეკას და ოთარს ორი ბიჭი, ზუკა და შოთი ჰყავთ. ოთარის მეორე მეუღლე სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია.

• "შუა ქალაქით" მოსული წარმატება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ექიმის კარიერა - ოთარ ტატიშვილის ცხოვრების ამბები
• ოთარ ტატიშვილი ბაბუის ამპლუაში - ნანი ტატიშვილი პირველი შვილის დედა გახდა

"სხვათა შორის, დედამ რომ გაიგო, მე და ოთარს რომანი გვქონდა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და მითხრა, ერთადერთი, რაც შენ გამართლებს, შენი ასაკიაო. 19 წლის ვიყავი. დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა, ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა…“ - ამბობდა თიკა სვანიშვილი "სარკესთან" საუბრისას.

ნანი ტატიშვილი

როგორც ამბობენ, ნანი ძალიან ჰგავს დედას. მან 2016 წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. როგორც ჩანს, ისიც მშობლების კვალს მიჰყვება. უმშვენიერესი გოგონა "ტიკ-ტოკისა" და "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელია და საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს.

როგორც ცნობილი გახდა, ნანის ცოტა ხნის წინ ხელი სთხოვეს. მისი რჩეული ნიკოლოზ დვალია. ნანი ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს და მას საჯაროდ სიყვარულსაც უხსნის. სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი შვილი მშობლები, ოთარ ტატიშვილი კი ბაბუა გახდა.