ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და - Marao

ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და

2024-11-20 15:24:32+04:00

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

ანი გუდავაძე

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

  • "ლურჯმა თვალებმა და თოვლივით თეთრმა თმამ ის მსოფლიოში ცნობილი გახადა" - რას წერს უცხოური მედია ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის შესახებ 
  • "კარნავალი" - უმშვენიერესი ნანუკა გუდავაძის კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს 

შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია. 

პირადი ცხოვრების გარდა დიდ ყურადღებას იმსახურებს ანის სტილი. იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრების სიახლეებს ხშირად უზიარებს:

gudavadze

gudavadze

gudavadze

gudavadze

gudavadze

gudavadze