ოსმალეთის იმპერიის ჰარემში ყველაზე მეტად აფასებდნენ კავკასიელ გოგონებს. ითვლებოდა, რომ სწორედ ასეთ ქალებს შეეძლოთ გაეჩინათ და გაეზარდათ ტახტის ღირსეული მემკვიდრე.
"ქართველებს აქვთ დიდი, განიერი, გამომხატველი თვალები, როგორც წესი, ნუშისებურია. წარბები გრძელია. წამწამები მკაფიოდ არის გამოხატული. სახე სამკუთხა ან ოვალურია, ლოყები არც თუ ისე გამოკვეთილი, რაც სახეს ანიჭებს სინაზეს, ნიკაპი კი რბილია. დასავლეთ საქართველოში თვალები ხშირად ღიაა, ლურჯიდან მწვანემდე. აღმოსავლეთში უფრო მუქი ფერის ქალები ჰყავთ, ხავერდოვანი ყავისფერი და თაფლისფერი თვალებით. მკლავები და ფეხები თხელი, მოხდენილი, წელი და მკერდი მკაფიოდ არის გამოკვეთილი."
მიჰრ-ი-შაჰ სულთანი - ასევე ცნობილია როგორც გურჩუ გუზელი (ქართველი მზეთუნახავი) - ოსმალეთის სულთან მუსტაფა III-ის ცოლი, სულთან სელიმ III-ის დედა, ჰასეკი სულთანი, ვალიდე სულთანი.
მიჰრიშაჰი დაიბადა 1745 წელს საქართველოში, მღვდლის ოჯახში. მისი სახელი იყო აგნესი. მიჰრიშაჰი შევიდა მუსტაფა III-ის ჰარემში შავი ზღვის მონათვაჭრობის გზით, დაახლოებით 1757 წელს. 1759 წლის 17 მარტს მას შეეძინა პირველი შვილი, ქალიშვილი ჰიბეტულა სულთანი. ოცდაათი წლის განმავლობაში იმპერიულ ოჯახში შვილი არ დაბადებულა, ამიტომ ჰიბეტულაჰის დაბადება მთელ სტამბოლში აღინიშნა.
1761 წლის 24 დეკემბერს მან გააჩინა მეორე შვილი, ვაჟი, შეჰზადე სელიმი (მომავალი სელიმ III ). მის დაბადებას თან ახლდა ზეიმი, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა. 1770 წლის 9 იანვარს მას შეეძინა მესამე შვილი, ქალიშვილი ფატმა სულთანი, რომელიც ორი წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიჰრიშაჰი ძალიან აქტიური იყო 1790-იან წლებში, როგორც არქიტექტურის, განსაკუთრებით სკოლებისა და მეჩეთების მფარველი.
ჰუმბარაჰანის ყაზარმები, რომელიც მიჰრიშამ დააარსა 1792 წელს, ითვლება ფართომასშტაბიანი სამხედრო შენობების პირველ თანამედროვე ნიმუშად.
ბეზმიალემ სულთანი - ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ის ცოლი, სულთან აბდულმეჩიდი I-ის დედა.
დაიბადა 1807 წელს საქართველოში. იგი გახდა სულთან მაჰმუდის მეუღლე 1822 წელს და მიენიჭა "მესამე კადინის" ტიტული, ხოლო 1832 წელს "მეორე კადინის" წოდება. 1823 წლის 25 აპრილს მას შეეძინა ერთადერთი ვაჟი, შეჰზადე აბდულმეჩიდი, მოგვიანებით აბდულმეჩიდ I.
ვალიდე სულთნის მსგავსად, ის ქართველ ჩერქეზებს ანიჭებდა უპირატესობას ვაჟისთვის ცოლების არჩევისას.
სხვა გავლენიანი ოსმალეთის ქალების მსგავსად, ბეზმიალემი იყო ხელოვნებისა და არქიტექტურის მფარველი. 1845 წელს მან ააშენა ხის ხიდი ოქროს რქაზე, რომელიც ცნობილია როგორც Cisr-i Cedid (ახალი ხიდი) და Valide Bridge.
შვკეფზა სულთანი - ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულმეჯიდ I- ის მეუღლე . მურად V-ის დედა.
შევკეფზა სულთანი დაიბადა 1820 წლის 12 დეკემბერს. ის იყო მეჰმედ ზაურუმისა და ჯემილე ჰანიმის ქალიშვილი; წარმოშობით მეგრელი.1839 წლის 1 აგვისტო გახდა სულთან აბდულმეჯიდ I-ის ცოლი.1840 წლის 21 სექტემბერს შეეძინა ვაჟი, მურადი.
მეუღლის მმართველობის დროს, შურის ნიადაგზე, ერთ-ერთ ხარჭას სერფირაზ ჰანიმს. გაუვრცელა ჭორი, რომ მას ჰქონდა აკრძალული ურთიერთობა სასახლის მცველთან.
1876 წლის 30 მაისს მისი ვაჟი მურადი ავიდა ტახტზე, როგორც მურად V.
ოთხმოცდასამი დღის მეფობის შემდეგ, მურადი გადააყენეს 1876 წლის 31 აგვისტოს ფსიქიკური პრობლემების გამო და ის და მისი ოჯახი დააპატიმრეს ჩირაგანის სასახლეში.