ევროპაში, აშშ-სა და კანადაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკის აუთლეტები, სადაც ათობით ბრენდია წარმოდგენილი და პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენაა შესაძლებელი.
კოსმეტიკის აუთლეტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Beauty outlet და The cosmetic company store, რომელიც წარმოდგენილია როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.
სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, რომლებშიც მომხმარებლები გვიამბობენ, რომ აღნიშნულ მაღაზიებში Becca-ს, Too faced-ისა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები სულ რაღაც 10-15 დოლარად შეიძინეს.
აღნიშნულ მაღაზიებში ხელმისაწვდომია იგივე თავის მოვლის საშუალებები, რაც Sephora-ში, Douglas-სა და პოპულარულ ქსელებში იმ განსხვავებით, რომ შესაძლოა, მათი ვადები, ფერები ან რაოდენობა შეზღუდული იყოს.
კოსმეტიკის აუთლეტის პრაქტიკა საქართველოშიც შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ სეზონური, „შავ პარასკევისა“ თუ სადღესასწაულო შეთავაზებებით აფთიაქები ხშირად გვანებივრებენ, აქამდე თავის მოვლის საშუალებების კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა არ გვქონდა. წლევანდელი „შავი პარასკევისთვის“ კი PSP-მ შემოგვთავაზა აუთლეტ სტენდები, რომელზეც პროდუქტები 70%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი. სტენდები გააერთიანებს სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს, რომელთაც 3-დან 6 თვემდე აქვს ვადა. რეალურად, ჩვენი უმეტესობა აღნიშნულ პროდუქტებს გახსნიდან სწორედ აღნიშნულ ვადებში ვიყენებთ ხოლმე.
PSP-ს ახალი შემოთავაზება შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვცადოთ პრემიუმ ხარისხის ბრენდები და უკეთ შევარჩიოთ ჩვენი კანისა და საჭიროებების მქონე ფორმულები, რადგან მათი შეძენა ქართულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი. აუთლეტ სტენდებზე წარმოდგენილი იქნება წამყვანი დერმატოლოგიური ბრენდები: SVR, Payot, Bioderma, Esthederm და სხვა. ასევე დეკორატიული კოსმეტიკა, რომელსაც PSP უკვე წლებია გვთავაზობს.
კოსმეტიკის აუთლეტ ზონის შექმნით კომპანიას სურს საქართველოშიც დაამკვიდროს ევროპული და ამერიკული პრაქტიკა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცეს, კიდევ უფრო დიდი დანაზოგი გააკეთოს საყვარელი პროდუქციის შეძენისას.
დაელოდეთ „შავ პარასკევს“ და ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებებით PSP-სგან.
R