ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.
ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.
„მე ორი შვილი მყავს, გოგო - უფროსი, ბიჭი - უმცროსი. სანამ პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვარ. როცა დადგა ის ასაკი, რასაც თინეიჯერობას ვეძახით, მერე გამოჩნდა, რას ვთვლით ჩვენ კარგ მშობლობად და რას თვლიან თავად ბავშვები. მე ტანჯვით დავამთავრე მუსიკალური სკოლა და მეგონა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც აუცილებლობა იყო. 3-4 წლის შემდეგ თავისი გაიტანეს და არ იარეს.
სულ მეგონა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და იქ სწავლა წარმატების მთავარი ფორმულა იყო. აქ დაიწყო პრობლემები... ვინ არის თვითონ მოზარდი, რა უნდა, რისი სწავლა უნდა - ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული გასაგები. ამასობაში, პანდემიაც წამოგვეწია და ჩავიკეტეთ ერთ პატარა ქალაქში, თუმცა მაშინ ბავშვები საფრანგეთში სწავლობდნენ და სკოლა არც ერთ დღეს არ გაუცდენიათ.
მე, როგორც მშობელი, შევდექი იმ საშინელი პანდემიის დროს. მაშინ გავიგე ყველაფერი თავიდან და, რაც მთავარია, გავიგე, როგორ ვშორდებით საკუთარ შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. მითხრა, რომ თანამედროვე სამყაროში მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან უნდა დაიტენოს შენი შვილი ემოციურად, ბალიში - რომ თავი დადოს, როცა გაუჭირდებაო. სულ ეს არის-მეთქი?! - ვკითხე, აქედან დაიწყე და ნახავ, საითაც წავა გზაო. მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ ველაპარაკო ბავშვებს, რა გავაკეთო, მთლიანად შეიცვალა“ - ამბობდა ნინო კასრაძე.
ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. მსახიობს ქალ-ვაჟი - ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს. მისი მეუღლე ლექსო თოფურია საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.
ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობს ტყუპისცალი ჰყავს - მისი და მაკა კასრაძეა.
"მახსოვს, როცა ნინო პირველად დავინახე სცენაზე - მძიმე შეგრძნება იყო, რადგან სცენაზე გამიჭირდა გაერთიანება ამ ორი ცნების - ჩემი დისა და მსახიობის.
"პირველად მოხდა, როცა 1 წელი არ მყავდა ნანახი. წარმოუდგენელია იმის აღწერა, რას განვიცდიდი. საფრანგეთში ცხოვრობდა. ჩვენი ნათესავი, ვისთანაც მაკა რჩებოდა, სტუმრად ხშირად ჩამოდიოდა და მეგონა, რომ ჩემს დასაც ჩამოიყვანდა. საშინელი წამება იყო, როცა ვერ ვნახულობდი" - იხსენებდა ნინო კასრაძე.