ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი კრიტიკისა და ბულინგის შესახებ: "ქართული ოცნების" წევრი მამა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი - Marao

ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი კრიტიკისა და ბულინგის შესახებ: "ქართული ოცნების" წევრი მამა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი

2024-11-22 10:47:58+04:00

"ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?, - ეს განცხადება ეკა კახიანის ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რაც მალევე იქცა განხილვის საგნად. 

ქეთო თოფურიძე ამ 'სთორიში" აქციით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. როგორც ცნობილია, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების ნაწილი "ცესკოს" მიერ მიტაცებულს, გაყალბებულსა და არალეგიტიმურს უწოდებს და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს. აქციების ტალღას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. 

ქეთო თოფურიძის განცხადება 

ქეთო თოფურიძის ეს განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული "სთორი" არაერთ გვერდზე გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ შექმნილი პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი კომენტარები მიუღებელია. 

"ჩვენ ევროპაში მიმავალი გზა გადაგვიკეტეს, როცა გახსნიან, კი ბატონო", "ხალხის გვერდით დადექით, ან დარჩით სახლში", - წერენ კომენტარებში. 

წაიკითხეთ სრულად

badurashvili

Ambebi.ge კო­მენ­ტარ­ზე ქე­თოს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვინც მას სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­უ­ბა­რი არ სურს.

- ქეთო, რო­გორ უმკლავ­დე­ბით იმ კრი­ტი­კას რაც თქვენს სტა­ტუსს მოჰ­ყვა?

- არ მინ­და მაგ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

- რას ეტყო­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

- ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინგზე სამ­წუ­ხა­როდ, მირ­ჩევ­ნია ჩუ­მად ვიყო.

- ეს არ გა­წუ­ხებთ ან არ გა­ნერ­ვი­უ­ლებთ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც მირ­ჩევ­ნია, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ვა­კე­თო.