კიმ კარდაშიანმა ტესლას რობოტ „ბოიფრენდთან“ პოზირებით სოციალური ქსელი აალაპარაკა. ცოტა ხნის წინ კიმმა ვიდეო გამოაქვეყნა: "გაიცანით ჩემი ახალი მეგობარი", - წერდა ის.
ელონ მასკის თქმით, Tesla Gen 2 ჰუმანოიდური რობოტია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Optimus. ოპტიმუსი ადამიანთან მიმსგავსებული რობოტის დახვეწილ ვიზუალს ატარებს. ოპტიმუსს შეუძლია გვერდით მიტრიალება, ხელებზე დახედვა, თითების მოკეცვა, სიარული და ჩაკუზვა.
Tesla-ს ინფორმაციით, ეს რობოტი წინა მოდელზე 30%-ით ჩქარა დადის და 10 კილოგრამით მსუბუქია. როგორც ჩანს, მის მექანიკურ ხელებს სერიოზული ყურადღება დაეთმო: ყველა თითზე ტაქტილური სენსორებია ჩამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც მოწყობილობას ობიექტებს ფრთხილად გადაადგილება შეუძლია. რობოტის ფასი დაახლოებით 20 000 დოლარია.
კიმ კარდაშიანი სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელია. კიმი განსაკუთრებით პოპულარული მისი და მისი ოჯახის შესახებ გადაღებული რეალითი შოუს შემდეგ გახდა. მისი მამა რობერტ კარდაშიანი, გარდაცვლილია. კიმს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილს კიმის ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ის არის რობერტ კარდაშიანისა და კრის ჯენერის საერთო შვილი. კარდაშიანს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები, და უმცროსი ძმა რობ კარდაშიანი. კიმის დედა ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური ფესვებისაა, მისი მამა კი მესამე თაობის სომეხი ამერიკელი იყო. მისი მშობლები ერთმანეთს 1991 წელს დაშორდნენ, მისი დედა იმავე წელს დაქორწინდა 1976 წლის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონ კეიტლინ ჯენერიზე, ამ ქორწინების შედეგად კიმს ჰყავს ნახევარძმები: ბარტონი, ბრენდონი, ბროდი და ნახევარდები: ქეიზი, კენდალი და კაილი. ის სწავლობა მერიმაუნთის უმაღლეს სკოლაში, ეს არის კათოლიკე გოგონათა სასწავლებელი ლოს-ანჯელესში.
კიმ კარდაშიანი ქრისტიანია, ის თავის თავს „ძალიან რელიგიურ ადამიანს“ უწოდებს. 2019 წლის 30 ოქტომბერს, სომხეთში, ეჩმიაძინის მონასტერში მისი სამი უმცროსი შვილი ბაპტისტად მოინათლა.
2000 წელს 19 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ ტომასზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2011-2013 წლებში დაქორწინებული იყო ამერიკელ NBA-ს კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. 2014 წელს დაქორწინდა ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მათი მესამე და მეოთხე შვილი სუროგაციით დაიბადა. 2021 წლის აპრილის მონაცემებით კარდაშიანის ქონება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კიმი და კანიე ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ.
"იმ სიგიჟეების მიუხედავად, რასაც კანიე ჩვენზე ამბობს, მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემი შვილებისთვის მტკივნეული იქნება და ერთ დღეს ისინი ამას დააფასებენ",- ამბობდა კიმ კარდაშიანი.