გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ - Marao

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

2024-11-23 09:42:19+04:00

ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მისი მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა გოგონას ენი დაარქვა.

mamarda

  • „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრების სიყვარულო“ - ელენე ეპიტაშვილი იუბილარია 
  • "სახის კანისთვის ბევრს არაფერს ვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე უამრავი პროდუქტი დავტესტე" - ელენე ეპიტაშვილის თავის მოვლის რუტინა 

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი

 გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.

ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.