მერაბ ნინიძისა და ნინო კასრაძის სახლები ქართველი მაყურებლისთვის საკმაოდ ნაცნობია, მსახიობები უკვე წლებია თეატრსა და კინოში მოღვაწეობენ და მრავალი დასამახსოვრებელი სახე აქვთ შექმნილი.
მათი პირველი საერთო პროექტი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" იყო, სადაც ნინო მაკა ანჯაფარიძის, მერაბი კი მისი პარტნიორის როლს ასრულებდა.
მერაბთან მეგობრობაზე მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა:
"ჩვენ ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ მერაბი უცხოეთში წავიდა. როცა ჩამოვიდა და მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო, ერთმანეთს ისე შევხვდით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები. მერაბი ძალიან საინტერესო ადამიანია, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით. ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა. რომანტიკული გრძნობების გაჩენა მსახიობებში ძალიან ხშირია. ის ფაქტი, რომ მე ეს არ დამმართნია, არაფერს არ ნიშნავს. ეს სულაც არ არის ფიზიკური ურთიერთობა, ზოგჯერ მხოლოდ პლატონური გრძნობები უჩნდებათ მსახიობებს ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ნუ განვსჯით ნურავის" - ამბობს ნინო კასრაძე.
ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.
ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.
ხელოვნების მოყვარულთა ოჯახში დაიბადა და მისი კინოსადმი ინტერესი არავის გაჰკვირვებია. მისი ბაბუა, სერგო ახალაძე, თეატრის რეჟისორი იყო, მერაბის ბავშვობა კი სცენის მტვრით იყო გაჟღენთილი. ბებია, ზეინაბ ღოღობერიძე, მუსიკის მასწავლებელი იყო და მუსიკას გააცნო, შემდეგ კი შვიდი წელი გააგრძელა კლასიკური მუსიკის შესწავლა.
მერაბი 1972-1982 წლებში სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ცამეტი წლის მერაბმა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შექსპირის რიჩარდ III-ის პრინც ედუარდის როლზე გაიარა აუდიენცია, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუა იყო და პრემიერა 1979 წელს შედგა. სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა, სამჯერ მოიარა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ფესტივალი.
1982 წლიდან 1985 წლამდე სწავლობდა სამსახიობო ფაკულტეტზე შოთა რუსთაველის თეატრსა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას კლასში. მოგვიანებით კი ის რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა.
ნინიძის პირველი კინო როლი იყო თენგიზ აბულაძის 1984 წლის ფილმში „მონანიება“, რაც, ალბათ ქართველი მაყურებლისთვის დაუვიწყარი სურათია. ფილმმა კანის მე-40 კინოფესტივალზე სამი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ჟიურის მთავარი პრიზი.
მერაბის კარიერა წარმატებით ვითარდებოდა, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მისი ემიგრაცია მოჰყვა.