ცნობილი ნათლიები და კადრები გრანდიოზული წვეულებიდან: ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე ფოტოებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებენ - Marao

ცნობილი ნათლიები და კადრები გრანდიოზული წვეულებიდან: ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე ფოტოებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებენ

2024-11-24 17:06:06+04:00

ყოფილმა კალათბურთელმა, ეროვნული ნაკრების წევრმა და პოლიტიკოსმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ფოტოები ნათლობიდან მისმა მეუღლემ, მაიკო ბიწაძემ გამოაქვეყნა. 

sanikidze

sanikidze

sanikidze

"სანის ნათლობა", - დაწერა მაიკო ბიწაძემ ალბომზე. სანის ნათლიები “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი გახდნენ. ნათლობა ლურჯ მონასტერში შედგა, სადაც ბერა ივანიშვილთან ერთად მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე და ნანუკას და, ანი გუდავაძეც იმყოფებოდნენ. 

ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე საზოგადოებამ წლების წინ კალათბურთელის ამპლუაში გაიცნო. სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა.

  • "ზღაპრული წყვილი" - ვიქტორ სანიკიძისა და მაიკო ბიწაძის ახალი ფოტოები საფრანგეთიდან 

2020 წლის 10 სექტემბერს დასახელდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-13 ნომრად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.  2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

ვიქტორ სანიკიძის ოჯახი 

"გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს. არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მივაქცევ ყურადღებას და ეს არის ..." - ასე პასუხობდა სანიკიძე ჟურნალისტებს, როდესაც სასურველი ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

  • ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და 

საბოლოოდ, მისი გუ­ლის მო­გე­ბა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტმა მაიკო ბი­წა­ძემ შეძ­ლო. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი კალათბურთელი ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო.

  • დიდი ხნის შემდეგ ისევ საქართველოში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი 

მათი ურთიერთობა მალე გადაიზარდა სიყვარულში და წყვილს პირველი შვილი 2019 წელს შეეძინა. მოგვიანებით კი მათ მეორე შვილი ეყოლათ. ვიქტორ სანიკიძე ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. ბერა და ვიქტორი მეუღლეებთან ერთად ხშირად ატარებდნენ ზაფხულს ერთად და საქართველოში ერთადაც ისვენებდნენ. მას შემდეგ, რაც ბერა და ნანუკა შვილებთან ერთად საცხოვრებლად ჯერ კორეაში, შემდეგ კი ბრაზილიაში წავიდნენ, სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებოდნენ. 

ცოტა ხნის წინ ბერა ოჯახთან ერთად საქართველოში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისთვის დაბრუნდა და, როგორც ჩანს, ჯერ კვლავ სამშობლოში რჩება.