„შავი პარასკევის“ განსაკუთრებული შეთავაზება „ეშლი ჰოუმსთორისგან“
28 ნოემბერს, „ავეჯის ღამის ბაზრობაზე“ ამერიკული ავეჯისა და აქსესუარების შეძენა 60%-მდე ფასდაკლებით შეგეძლებათ. "ეშლი ჰოუმსთორი" მოქალაქეებს შოპინგის საშუალებას აძლევს მაშინ, როცა ქალაქში ნაკლები საცობია და გადაადგილება მოსახერხებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად, "ეშლი ჰოუმსთორის" შოურუმს არასამუშაო საათებში ეწვიონ და სასურველი ნივთი გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინონ.
- სეზონის ყველაზე დიდი ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელია ქვეყნის ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში.
30%-დან 60%-მდე შეღავათი საღამოს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე თბილისში, მაღაზიის სათავო ოფისში, ქართულ–ამერიკული მეგობრობის გამზირის #43–ში, ბათუმში კი პეტრე მელიქიშვილის #92-ში დაგხვდებათ.
„ეშლი ჰოუმსთორი“
„ეშლი ჰოუმსთორი“ ამერიკული ბრენდია, რომელიც წლებია, საქართველოში მომხმარებლებს მაღალი ხარისხის გემოვნებიან პროდუქციას სთავაზობს. მაღაზიებში წარმოდგენილია ყველა ატრიბუტი, რაც სახლის მოსაწყობადაა საჭირო - თანამედროვე დიზაინის რბილი ავეჯი, მაგიდა-სკამები, საძინებლები, მატრასები, სახლის აქსესუარები.
„ეშლი ჰოუმსთორი“ N1 ამერიკული ავეჯისა და მატრასების მწარმოებელია ბრენდია, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. დღეს მას მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში 1100-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს. კომპანია საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. მას თბილისში სამი, ბათუმში კი ერთი ფილიალი აქვს.
R