ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიური შვილები, ტყუპები, ნოქსი და ვივიენი ლოს-ანჯელესში გადაღეს.
16 წლის თინეიჯერები ყოველდღიურ სამოსში იყვნენ გამოწყობილი. პაპარაცებმა ისინი მაშინ დააფიქსირეს, როცა საყიდლებზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯოლი ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას Governors Awards დაესწრნენ.
ახლახაბ კი ინსაიდერმა გამოცემა Daily Mail-ს ახალი დეტალები გაუმხილა. წყაროს ცნობით, ანჯელინა ყოველივე ამას ექს-მეუღლის გასამწარებლად აკეთებს.
„ბრედი თავის შვილებს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ხედავს. ამას კი ანჯელინა განგებ, ექს- მეუღლის გასამწარებლად აკეთებს. მით უმეტეს, ახლა, ენჯი გამწარებულია, რადგან ბოლო პროცესი მან წააგო. სულ მალე ექს- წყვილი კიდევ ერთხელ წარდგება სასამართლოს წინაშე“, – აცხადებს წყარო.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად. 27 მაისს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 18 წლის გახდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს - დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.
„ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის" - ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების განქორწინება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ ბავშვის მეურვეობის საკითხს. როგორც ცნობილია, შაილოს მამის ახალ რჩეულთან კარგი ურთიერთობა აქვს.
პრესა ბრედ პიტის ახალ რომანზე ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე ალაპარაკდა. წერდნენ, რომ მსახიობი ინეს დე რამონს ხვდებოდა. როგორც ცნობილია, წყვილი ისევ ერთადაა.
People insiders-ის ცნობით, ბრედი ნამდვილად ბედნიერია ინეს დე რამონთან ახალი ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლოს ერთად რვა თვის წინ ნახეს - „ამ ზაფხულს ისინი ერთად კარგ დროს ატარებენ. მათ ნამდვილად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც მათ ერთად ხედავს. ინესთან ერთად მან კვლავ იპოვა თავისი ნაპერწკალი. მართლაც საოცარია. ბრედი შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერებას იმსახურებს", - ამბობდა ანონიმური წყარო.