მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს არჩილისა და ნუცას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან.
ამჯერად, ნუცა სანის ახალ ვიდეოს გვიზიარებს:
ნუცა ქავთარაძე
ნუცა ცნობილი მსახიობის და რეჟისორის, გოგი ქავთარაძის შვილიშვილია:
“სულ ვამბობ, რომ ძალიან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც სადღაც ვარ რეალურ ცხოვრებაში და ყურადღების ცენტრში ვარ, ეს ძალიან არ მსიამოვნებს. როდესაც იციან, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე. ამიტომაც ვცდილობდი არ გაეგოთ, რომ მისი შვილიშვილი ვარ.
მინდოდა მცოდნოდა, რომ ვიღაცამ იმიტომ არ გამიღიმა და მიმიღო სამსახურში, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ. ეს დიდი კომპლექსი იყო ჩემთვის. არ მინდოდა ვყოფილიყავი გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, არამედ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.
როდესაც წამოვიზარდე სულ ვცდილობდი მის გვერდზე ყოფნას. მას ოჯახში ყოფნის დრო არასდროს ჰქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ძალიან ვეამაყებოდი და ეს მაბედნიერებდა”, – საუბრობს ნუცა ქავთარაძე.
ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე.
არჩილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი ბავშვობის პერიოდზეც ისაუბრა და გაიხსენა, რომ სახლიდან 19 წლის ასაკში წამოვიდა: „პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა; იყო თბილი საუბარი, "იქნებ არ გინდა, დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს"… იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ეს-ემ-ესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა…“
ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.