2024 წლის TOP 10 ყველაზე ლამაზი ქალი - Marao

2024 წლის TOP 10 ყველაზე ლამაზი ქალი

2024-11-27 15:43:05+04:00

სილამაზის განსაზღვრება თანამედროვე სამყაროში მრავალმხრივია და ხშირად იცვლება როგორც კულტურული, ისე სოციალური კონტექსტის მიხედვით. სილამაზის აღქმა ინდივიდუალური და სუბიექტურია, თუმცა ეს მაინც ის საკითხია, რომელზეც ყველაზე მეტს დავობენ. არსებობს მრავალი მიდგომა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება სილამაზე განისაზღვროს, ყველაზე გავრცელებული კი მაინც ვიზუალური აღქმაა:

  • ვიზუალური სტანდარტები: თანამედროვე სამყაროში სილამაზის განსაზღვრება ხშირად დაკავშირებულია გარეგნობასთან, რაზეც დიდი გავლენა აქვს მედიასა და სოციალურ ქსელებს. ზოგადად, გავრცელებულია იდეა, რომ სილამაზე ნიშნავს პროპორციის მქონე "იდეალურ" სახის ან სხეულის ფორმებს. ეს კონცეფცია ხშირად განისაზღვრება ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა სწორი ცხვირი, დიდი თვალები, გლუვი კანი და დახვეწილი სხეული.

ამ სტატიაში გთავაზობთ გამოცემა People-ის რეიტინგს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ყველაზე ლამაზი ქალების ათეული 2024 წლისთვის:

  • წარმატებული ქართველი ბიზნესმენი ქალები  
  • "შეყვარებული სულ სხვა ადამიანი ვარ: შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით..." - თუთა ოქროპირიძე 

ემილი ბლანტი 

emili

 ოქროს გლობუსის მფლობელი ინგლისელი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“.

ემა სტოუნი

ema

 2010 წელს ფილმში „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია მიუზიკლსა ან კომედიაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მია დოლანის როლის შესრულებისთვის ფილმში „ლა-ლა ლენდი“ (2016) მიენიჭა ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

არიანა გრანდე 

ariana

 ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე. პირველი ნაბიჯები კარიერაში გადადგა საბავშვო თეატრში „Little Palm Theatre“. რამდენიმე წლის შემდეგ გამოდიოდა თეატრში „Fort Lauderdale“. 2008 წელს შეასრულა შარლოტას როლი მიუზიკლში „13“.

ჯოდი ფოსტერი 

jodie

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი; ორგზის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი.

სიდნი სვინი

sidni

 2019 წლიდან თამაშობდა ქესი ჰოვარდის როლს HBO-ს თინეიჯერულ დრამა სერიალში Euphoria(ეიფორია) და ოლივია მოსბახერის როლს The White Lotus ( თეთრ ლოტუსში )

რებეკა ფერგიუსონი

rebeca

ფერგიუსონის სამსახიობო კარიერა 1999 წლიდან იწყება. მისი დებიუტი სერიალ „ნია ტიდერში“ შესრულებული ანა გრიპელჰაიმის როლით შედგა. იგი ზედიზედ 54 სერიაში მონაწილეობდა. სერიალის გადაღებები 2000 წელს დასრულდა. რამდენიმე პატარა როლის შემდეგ, 2004 წელს იგი ამანდას როლზე დაამტკიცეს ფილმში „მკვლელი მოჩნვენება“.

კეიტლინ კლარკი

klarki

კლარკის მოსვლისთანავე ,,ინდიანას” თამაში რადიკალურად შეიცვალა. მოიხსნა დარბაზში დასწრების რეკორდები. კეტლინის გუნდურმა და ძალიან სანახაობრივმა თამაშის სტილმა, ,,ინდიანას” უამრავი გულშემატკივარი შესძინა.

ლილი გლადსტონი

klarki

ამერიკელი მსახიობია. მარტინ სკორსეზეს ფილმში "ყვავილის მთვარის მკვლელები" შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.

ანეტ ბენინგი 

anette

ანეტ ბენინგი (ინგლ. Annette Bening; 29 მაისი, 1958 ) — ამერიკელი მსახიობი. ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. არის ოქროს გლობუსის ორი ჯილდოს მფლობელი.

ჯულიანა მური

juliana-moore

ჯულიანა მური არის ამერიკელი მსახიობი. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში, სადაც 80-იან წლებში მუდმივად მონაწილეობდა საპნის ოპერებში. 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა კინოში. წარმატებულად მოღვაწეობს როგორც ჰოლივუდში, ასევე არტ-ჰაუსში. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები.