TOP 10 ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ქალი: ძველი და ახალი თაობა - Marao

TOP 10 ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ქალი: ძველი და ახალი თაობა

2024-11-27 17:38:37+04:00

ვარსკვლავები განუსაზღვრელ დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ საკუთარი გარეგნობისთვის, რათა თაყვანისმცემლებისათვის მიმზიდველად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. 

მანანა აბაზაძე

abazadze

  • ნინო კასრაძის სამი სახე: ამბები ტყუპისცალი დის, მეუღლისა და შვილების შესახებ 
  • შვილი 18 წლის ასაკში, ორი უიღბლო ქორწინება და მძიმე არჩევანი ქმრისგან: მსოფლიო სილამაზის, ორნელა მუტის ცხოვრების გზა 

1971 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. 1964–1987 ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ .

იზა გიგოშვილი

iza

1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967–1969 — მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.

ია ნინიძე

ninidze

კინოში მისი დებიუტი შედგა რვა წლის ასაკში, ციცინოს როლი შეასრულა გიორგი დანელიას კომედიაში არ იდარდო! 1976 წელს გახდა პუპულარული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში — ბრწყინვალედ ითამაშა დენის ფლორინის როლი ლეონიდ კვინიხიძის სატელევიზიო მუსიკალურ კომედიაში „ზეციური მერცხლები“.

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია

lisia

მსახიობი და მხატვარი ლიდია (ლილა) წირღვავა დაიბადა 1923 წლის 14 აპრილს დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ხარბინში. გოგონა წარმოშობით ქართული ოჯახიდან გახლდათ. მისი ბაბუა და ბებია (მამის მხრიდან) დასახლდნენ ჩინეთში, იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომები. ბაბუა, ყოფილი ოფიცერი, დიდ ფერმას ინახავდა და ფუტკრებს ამრავლებდა.

დოდო ჩოგოვაძე

dodo

პოპულარობა მოუტანა პრინცესას როლის შესრულებამ მ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში გადაღებულ ფილმში „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“.

ლეილა აბაშიძე

leila

ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. 

ია ფარულავა

ia

იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981), ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.

ნინო გაჩეჩილაძე

gach

 ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კატოს როლის შესრულებით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

ლიანა ასათიანი

liana

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1942–1943 წლებში მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“ შეასრულა პირველი როლი (დედოფალი თეკლე). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954).

თინათინ დალაქიშვილი

tina