60+ ქალები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც ასაკი დაამარცხეს - Marao

60+ ქალები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც ასაკი დაამარცხეს

2024-11-27 18:07:37+04:00

ამბობენ ხოლმე, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია - ეს მხოლოდ შინაგან განწყობას არ ეხება. ბევრისთვის ასაკის მატება მხოლოდ ფიზიკურ დაბერებას გულისხმობს, ამიტომაცაა, რომ ვარსკვლავები უამრავ თანხას ხარჯავენ სხვადასხვა პროცედურაში:

კეტრინ დენევი

catherine

  • სალომე ზურაბიშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა პრეზიდენტი წლების განმავლობაში 
  • ცნობილი მხატვრების, ტონინო გუერასა და სერგო ფარაჯანოვის ქართველი მუზა: ვინ იყო გასაოცარი გარეგნობის მადლენ ყუშიტაშვილი 

სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის „შერბურგის ქოლგები“ (1964) ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაში რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვან ფილმში. შემდგომ წლებში უფრო განიმტკიცა წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაცია, მუშაობდა რა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ლუის ბუნიუელი („ტრისტანა“, 1970), და ფრანსუა ტრიუფო („უკანასკნელი მეტრო“, 1980). 

კიმ ნოვაკი

kim

ნოვაკმა კინოკარიერა 1954 წელს Columbia Pictures– თან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო უამრავ ფილმში, მათ შორის Picnic (1955), The Man with the Golden Arm (1955) and Pal Joey (1957).

სოფი ლორენი

loren

იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

ურსულა ანდრესი

ursula

შვეიცარიელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სექს-სიმბოლო, რომელიც თამაშობდა ამერიკულ, ბრიტანულ და იტალიურ ფილმებში. 1962 წელს მონაწილეობა მიიღო პირველ ფილმში ჯეიმზ ბონდის შესახებ „დოქტორი ნოუ“, სადაც შეასრულა „ბონდის გოგოს“ — ჰონი რაიდერის როლი.

ანა კარინა

karina

1961 წელს კარინა ჟან-ლუკ გოდარზე დაქორწინდა. მთლიანობაში მათ ერთად შვიდი ფილმი გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კარინას უმუშავია სხვა მნიშვნელოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი (1967; „უცხო“) რეინერ ვერნერ ფასბინდერი (1976; „ჩინური რულეტი“), ფართო საზოგადოებამ ის მაინც გოდართან მუშაობის გამო დაიმახსოვრა.

ანა კარინა გარდაცვალა 2019 წელს 79 წლის ასაკში. 

მონიკა ვიტი

vitti

 იტალიელი მსახიობი. ცნობილია რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობით. გარდაიცვალ 2022 წელს 90 წლის ასაკში. 

ფანი არდანი

ardan

ფრანგი კინომსახიობი. 1976 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ ფილმში. მიღებული აქვს სეზარის ჯილდო 1997 წელს. 

კლაუდია კარდინალე

cardinael

კარდინალე უმეტესად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში ჩნდებოდა. მას თითქმის არასოდეს უმუშავია ევროპული კინოს გარეთ.

ჟანა მორო

jeanne

 სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი და რეჟისორი.

დაიბადა პარიზში 1928 წლის 23 იანვარს, ლუდის რესტორნის მმართველისა და კაბარეს მოცეკვავის ოჯახში. სწავლობდა დრამატული ხელოვნების უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში.

ჯანა მორო გარდაიცვალა 2017 წელს 89 წლის ასაკში. 

იზაბელ აჯანი

adjani

ფრანგი კინომსახიობი და მომღერალი. წარმოშობით ალჟირელ-გერმანელი. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის ჯილდოზე ნომინირებული იყო ორჯერ, ხოლო სეზარი მიღებული აქვს ხუთჯერ.