ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკა“ სტუმარია.
მომღერალმა ნანუკას დახმარებით ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო.
"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს სადაც გინდა.
ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.
ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობს ბარბარა სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე
ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებული. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. ბარბარას საოცარ შესრულებას დარბაზისა და ჟიურის ოვაცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.
„მინდა ახალი ბარბარა უთქმელად დაინახონ და თქვან: ვა, რა მაგარია! ჯერ 15 კილო მაქვს დაკლებული, შემოდგომაზე უკვე 30 კილო მექნება და მერე ვნახოთ. ასე რომ, სულ მალე ერთ-ნახევარ ადამიანს ჩამოვიცილებ ჩემი სხეულიდან. არაერთხელ დამიწყია დიეტა, დამიწერია სოციალურ ქსელში, არიქა, დიეტა დავიწყე-მეთქი და მეორე დღეს დამირღვევია. ახლა კი ვთქვი: არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შედეგს დავდებ!“ – ამბობდა ადრე მომღერალი.
წიგნი
თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, თავისით მოხდა ყველაფერი, ექსპრომტად და დაუგეგმავად... თავიდან ორ მეგობარზე ვწერდი, მინდოდა, ორივეს რაღაც მომენტში ერთი ტკივილი ჰქონოდათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ის, რაც მათ გააერთიანებდათ? ამიტომ კიდევ ერთი პერსონაჟი დავამატე. ასე რომ, წიგნი სამ მეგობარზეა, რომლებსაც ინდივიდუალური ცხოვრებისეული პრობლემები, საერთო მიზნები და ხელის შემშლელი ფაქტორები აქვთ. წიგნის სათაური იქნება „მერე რა?!.“ - ეს ორაზროვანია. ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ხდება, მეორე მხრივ - მოლოდინს, მერე რაც შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით წიგნის ნახევარი მაქვს დაწერილი. მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა რაღაც მაწუხებს და მტკივა.