„წელიწადის საუკეთესო სეზონი…ჩემი საშობაო გოგონა“ - ილია თოფურიას ოჯახური იდილია - Marao

„წელიწადის საუკეთესო სეზონი…ჩემი საშობაო გოგონა“ - ილია თოფურიას ოჯახური იდილია

2024-11-28 11:00:55+04:00

UFC-ის ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული სახლისა და თავის უსაყვარლეს გოგონასთნ ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

„წელიწადის საუკეთესო სეზონი…ჩემი საშობაო გოგონა“, – წერს ჯორჯინა.

ilia

ilia

ილია თოფურია

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!  

  • "მადლობელი ვარ შენი ყველა სიყვარულით სავსე ჩახუტებისთვის, სიტყვისა და საქციელისთვის..." - ჯორჯინა უზკატეგუის ეოციური მილოცვა ილია თოფურიას ვაჟს 
  • "ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ, შენი წარმატებით იამაყებენ, სხვები კი შეეცდებიან შენი შრომა და მონდომება გააკრიტიკონ" - ილია თოფურიას მეუღლე ვრცელ წერილს აქვეყნებს 

ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა. 

"ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს", - ამბობდა ილია თოფურიას ბაბუა. პატარა ჰუგო ახლა უკვე უფროსი ძმაა - ილიასა და მის მეუღლეს, ჯორჯინას, ქალიშვილი შეეძინათ. ჰუგო დასთან ერთად სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება და მამის დიდი გულშემატკივარია - მას ილიას ბრძოლის დროს ყოველთვის ნახავთ ტრიბუნაზე.