გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.
გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა - ამის შესახებ მწერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.
"დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი მარიამ სოსელიაზე" - წერდა გიორგი. ამჯერად კი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პირველ შვილს ელოდება. ეს ამბავი კი ქვეყანაში მიმდინარე რთული სოციალური და პოლიტიკური პროცესების ფონზე: "მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ", - წერს ის.
გიორგი კეკელიძე
დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის, სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
2012 წელს კეკელიძე გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.
2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.
გიორგი კეკელიძის ამბავი
„ზუსტად ერთი თვის წინ თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა – არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი – თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა.
რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ – დრო დასჭირდა შენობის გამაგრებას – უმძიმესი და დეტალური სამუშაო.
მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს – ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით, მალე გაიხსნება) – ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში – შევძელით კიდეც...გაგრძელება