ჟურნალისტი ეკა ხოფერია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მთელი ჩემი ცხოვრება სწავლის, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. შეცდომაც მომსვლია ბევრი, ალბათ.
მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო , რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი. ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?! რა მოლაპარაკებებს წყვეტთ 2028 წლამდე?
ჰო, იმედია, შეხსენება იმის, მე რომ ნაცი არ ვარ, არაა საჭირო.“ – წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.
ეკა ხოფერია
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა–მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით." - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას.
"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8–ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია.