"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით"- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან - Marao

"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით"- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

2024-11-30 16:05:53+04:00

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს. 

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა, მათ შორის არიან ქართველი ფეხბურთელები: 

ბუდუ ზივზივაძე

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ 

  • "არასდროს, არასდროს დანებდე" - რა ფოტოებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი 
  • გიორგი კეკელიძე პირველ შვილს ელოდება 

გიორგი მამარდაშვილი

  • „სირცხვილია!“

ხვიჩა კვარაცხელია

„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“

გიორგი ჩაკვეტაძე

"ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ნა­ხა­ვია, რო­დე­საც ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ასე სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან. უნდა შე­წყდეს ძა­ლა­დო­ბა! სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა!ეს გზა მო­ი­თხოვს ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და მშვი­დო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას! ქარ­თვე­ლე­ბო, თქვენს გვერ­დით ვარ!“

გიორგი ლორია 

გიორგი ლორიამ საკუთარი ინსტაგრამის სთორიში გააზიარა კადრები აქციიდან, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სპეცრაზმელები აქციის მონაწილე ახალგაზრდა ბიჭს. როგორც ცნობილი გახდა, მოგვიანებით ბიჭი უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 

ლუკა გუგეშაშვილი

გიორგი ლორიას მსგავსად, ლუკა გუგეშაშვილმაც გააზიარა კადრები აქციიდან, სადაც ნაჩვენებია სპეცრაზმელების მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობა.

გიორგი წიტაიშვილი

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაცა ხლა ჩემს ქვეყანაში ხდება. ჩემი დებიც სამშობლოს დასაცავად იქ დგანან. ჩვენი გზა ყოველთვის ევროპისკენ მიდიოდა და ამ გზა სარ გადავუხვევთ. ვგმობ ძალადობას!"

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული უკეთესი მომავლისკენ". 

ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გააზიარა:

kankava

ანრი მექვაბიშვილი

"ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ქართველი ხალხის ნება ყოველთვის იყო და იქნება ევროპული მომავალი!"

ზურიკო დავითაშვილი

"ძაან რთული საყურებელია. არა ძალადობას", - წერს ზურიკო დავითაშვილი სპეცრაზმელების მიერ აქციის მონაწილის ცემის კადრებზე. 

გიორგი ქვილითაია

"ძალიან მძიმე სანახავია, როცა შენს თანატოლებს სურვილისთვის - იცხოვრონ ევროპულ საქართველოში - ასე სასტიკად უსწორდებიან. ახალგაზრდებო, თქვენ გვერდით ვარ". 

გიორგი მიქაუტაძე

"საქართველო, მე შენთან ვარ!" -წერს ფეხბურთელი ინსტაგრამის "სთორიში".

კომენტარი მიმდინარე მოვლენების შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ სოლომონ კვირკველიას, საბა საზანოვს, გიორგი გველესიანს, ლუკა ლოჩოშვილს, ოთარ კაკაბაძეს, გიორგი გოჩოლეიშვილს, ვლადიმერ მამუჩაშვილს, ლევან შენგელიას, ოთარ კიტეიშვილს, სანდრო ალთუნაშვილს. ამ სიაშია ეროვნული ნაკრები კაპიტანი გურამ კაშიაც, რადგან უკვე რამდენიმე წელია, რაც ის სოციალური ქსელებით აღარ სარგებლობს.