მსახიობი მარიამ ჯოლოგუა გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:
"ორი მსახიობის თანაცხოვრება ძალიან რთულია. სულ სხვა ურთიერთობები და ფასეულობებია. ჩვენი სიყვარული რეპეტიციების დროს დაიწყო. ერთმანეთს თეატრალურიდან ვიცნობდით და გარკვეული სიმპათიებიც არსებობდა, მაგრამ შორიდან.
წლებთან ერთად ადამიანი იცვლება. მერე უფრო ნაკლებად გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სხვანაირად" - ამბობს მარიამ ჯოლოგუა.
მარიამ ჯოლოგუა
მარიამ ჯოლოგუა 1980 წლის 17 მაისს დაიბადა. ფართო საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან" გაიცნო, სადაც ზედმეტად გულუბრყვილო ანანოს როლს განასახიერებდა. სერიალის დასრულების შემდეგ მის მიმართ ინტერესი არასდროს წყდებოდა.
მარიამის პირველი მეუღლე მსახიობი კოტე თოლორდავა იყო, რომელმაც მაყურებელს თავი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული დიტოს როლით შეაყვარა. წყვილს ერთი შვილი, ბუკა თოლორდავა ჰყავს.
კოტემ 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. მსახიობის გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად. კოტე თოლორდავა გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში. მსახიობი მაშინ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. იგი საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ბუკა თოლორდავა
ბუკა თოლორდავა ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან "ცვალებადი ნიშნები" გაიცნო, თუმცა ის მანამდეც აქტიურად ჩანდა თეატრის სცენაზე და ცნობილი მშობლების კვალს ახლაც წარმატებით აგრძელებს.
„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ. დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“, - ამბობდა ბუკა.