"სა­ტა­ნურ ძა­ლას ვფლობ და ძა­ლი­ან მინ­და მო­გეხ­ვიო, მაგ­რამ მე­ში­ნია" - გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას ტრაგიკული სიყვარული - Marao

"სა­ტა­ნურ ძა­ლას ვფლობ და ძა­ლი­ან მინ­და მო­გეხ­ვიო, მაგ­რამ მე­ში­ნია" - გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას ტრაგიკული სიყვარული

2024-12-01 00:08:09+04:00

"ჩემო ძვირ­ფა­სო, ჩემო უგო­ნო სიყ­ვა­რუ­ლო! აი, მი­ი­ღე ჩემ­გან ეს მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი, ისი­ნი ნორ­ჩე­ბია და უტყვი, მაგ­რამ მა­ინც თავ­და­ვი­წყე­ბით მო­ის­წრაფ­ვი­ან შენ­სკენ! ჩემო ძვირ­ფა­სო, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დავ­ცემ შენს მო­კი­თხვას ჰა­ე­რის ტალ­ღებს. ხომ გეს­მის?... ო, დღე­ვან­დე­ლი დილა იყო ვარ­დის­ფე­რი. მზემ სის­ხამ­ზე ვარ­დე­ბით მო­ფი­ნა თოვ­ლი. თოვ­ლიც ვარ­დის­ფე­რი იყო... მო­მა­გონ­და შენი "იის­ფე­რი თოვ­ლი"... - ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს.

  • პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსი უმშვენიერეს ლია ელიავას და ცხოვრების უცნობი ამბები 
  • "ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე, ვისთანაც გინდაო" - გალაკტიონის უცნობი ამბები ცოლზე 

ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ე­ბი ერთხელ ქუთაისში ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ, როდესაც წმინ­და ნი­ნოს სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე ოლღა ოკუჯავა შე­უ­ნიშ­ნავთ. ტა­ბი­ძე­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი - კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია იქვე, ოლი­ას სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იყო და ახალ­გაზ­რდა ქალს შემ­ჩნე­უ­ლიც ჰყავ­და გა­ლა­კტი­ო­ნი... სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო მათი ნაც­ნო­ბო­ბაც და სიყ­ვა­რუ­ლიც. მაშინ გა­ლა­კტი­ო­ნი 20 წლის იყო.

olga

ოლღა ოკუჯავა

ოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, სტეფანე ოკუჯავისა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში.

1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სწორედ მაშინ გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე. 1913 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში.

  • "გალ, სა­ტა­ნურ ძა­ლას ვფლობ და ძა­ლი­ან მინ­და მო­გეხ­ვიო, მაგ­რამ მე­ში­ნია, რომ ვერ გა­უძ­ლებ შენ. მიყ­ვარ­ხარ ცე­ცხლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლით, გა­უფრ­თხილ­დი, არ ჩა­აქ­რო ეს ცე­ცხლი. ჩემი ცე­ცხლი ახალ სამ­ყა­რო­ებს პირ­დე­ბა შენს გე­ნი­ას..." (1928 წ. ივ­ლი­სი)

ოლია აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას და თავად გალაკტიონს.1913 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ოლია პედაგოგად გაამწესეს ჭიათურაში, სადაც მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა.

olga

 ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს.

galaktioni

  • "...ოლ­კინ, მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? მე მგო­ნია, არა!.. ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს? და­დე­ბი­თად ძლი­ე­რი ჩემ­ში არა­ფე­რი არ არის. რომ ვიყო ბა­ი­რო­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გი­ო­ტე... მა­შინ შე­მიყ­ვა­რებ­დნენ. მე კი ისე პა­ტა­რა და დაწ­ვრილ­მა­ნე­ბუ­ლი კაცი ვარ... მაგ­რამ არა­ფე­რია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კი­დევ წა­ვიბ­რძო­ლებთ ). შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? ... მომ­წე­რე, ოლ­კინ, რა­ნა­ი­რად და რის­თვის გიყ­ვარ­ვარ... რას იზამ ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით... მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რაც იზამ ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო"... (31 აგ­ვის­ტო, 1914 წ. ქუ­თა­ი­სი)

olga

გადასახლება და სიკვდილი

1929 წელს ოლღა ბრალდებულ იქნა ტროცკიზმში, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა და საქართველოში 1932 წელს დაბრუნდა. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს, 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.

1941 წლის სექტემბერს სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლღას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, დათვების ტყეში.