მსახიობი ნატალია ყიფშიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქციებში აქტიურადაა ჩართული და თავის აზრს ყოველთვის თამამად გამოხატავს. ამჯერად ნატალია "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც აქციაზე მომხდარ ამბავს იხსენებს:
"ნახევარი საათით ადრე სანამ ჩვენს გაჭყლეტას დაიწყებდნენ - დედაჩემს ვაიმედებ რომ მშვიდობიანად ვართ და ამდენ ხალხში არაფერს დაგვიშავებდნენ. თაბუკაშვილზე აღმოვჩნდით დარბევის დროს სადაც ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მომაკითხა, რომ დარწმუნებულიყო ჩემს უსაფრთხოებაში. მეხუტებოდა არაფერს ვაშავებდით. პოლიცია გამოგვეკიდა და მანქანის უკან დავიმალეთ. ფანჯრებიდან ვხედავდი პოლიციელს რომელიც ჩვენ გვიყვიროდა რომ “გამოგვეჯვა”. გამოვედით ხელებაწეული და ჩემი მეგობარი ბიჭი ეუბნებოდა რომ გოგოსთან ერთად იყო და არაფერს აშავებდა. ეს ძაღლი კი გვიყვიროდა რომ მანქანების გაფუჭებას არ შეგვარჩენდა. ხელში მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარი გვქონდა და მაგის დაგდებას გვიბრძანებდა. “დროზე მოაჯვი აქ და შენობაში შემოდი” - ხელს პოლიციის შენობისკენ იშვერდა. მარტო რომ ყოფილიყო ალბათ დაიჭერდნენ ჩემს ბიჭს. ამ ძახილების ფონზე სასტუმროში თავი შევაფარეთ. სახე უნდა გენახათ: ცოფიანი ძაღლი თუ გინახავთ, ზუსტად ეგეთი გამომეტყველება ჰქონდა. ჰოდა ყველა სახე მახსოვს და ვიმახსოვრებ! ყველა იმ ძაღლის სახეს რომელიც ძალას გრძნობს ოლიგარქის ჯიბიდან და საკუთარ თანამოქალაქეებზე ომს იწყებს. სინათლე ყოველთვის იმარჯვებს აწ და მარადის და ჩვენ ამ ყველაფერს არ დავივიწყებთ. ქოცების გადადგომის შემდეგ მოვითხოვ ყველა ამ ბოროტებაში ჩართული ადამიანის დასჯას - რაც მიშას რეჟიმის შემდეგ არ მოხდა. ზუსტად იგივე ადამიანები გვიტევენ ვინც იმ დროს იყვნენ - არაფერი შეცვლილა" - წერს ნატალია ყიფშიძე.
ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილია. მან პირველად ადრეულ ასაკში მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა. კრისტი აღარ დაოჯახებულა, გიორგიმ კი ცოლი მეორედაც მოიყვანა. ანი ჩიკვილაძესთან მას ვაჟი ეყოლა, თუმცა გიორგიმ მასთან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. მსახიობმა ოჯახი მესამედ ენი გასოევთან შექმნა. მათ ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გიორგი მასაც დაშორდა და პატარებს თავად ზრდის.
გიორგი ყიფშიძე 1977 წელს მსახიობ ზურა ყიფშიძისა და ლელა გოცირიძის ოჯახში დაიბადა. ის უკვე არაერთი წელია, თეატრის სცენასა და კინოში აქტიურად საქმიანობს. მას პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი და დღეს, 45 წლის ასაკშიც აგრძელებს საქმიანობას. კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
"კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია", - ამბობდა გიორგი ყიფშიძე.