სად და როგორ იმკვიდრებენ 21-ე საუკუნეში ვარსკვლავები სამოდელო ბიზნესში თავს? რა თქმა უნდა, ინსტაგრამზე. ერთადერთი პოსტის წყალობით უბრალო სტუდენტი დიზაინერებისა და ბრენდების საყვარელი მოდელი გახდა.
ადრეული ცხოვრება
იაი დაიბადა კაიროში, ეგვიპტეში, 1997 წლის 20 დეკემბერს. როდესაც ის 3 წლის იყო, მისი ოჯახი გადავიდა მანჩესტერში, ნიუ ჰემფშირში. დედამისი მედდაა, მამა Easterseals-ში მუშაობს; იაიმ დაამთავრა მანჩესტერ დასავლეთის საშუალო სკოლა და დაესწრო პლიმუთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბიოქიმიის შესასწავლად, აპირებდა ექიმი გამხდარიყო.
"როდესაც ჩემი მშობლები ამერიკაში ჩავიდნენ, დღეში 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ჩვენზე ეზრუნათ. ვიცოდი, რომ მეც იგივე უნდა გამეკეთებინა. ღარიბები ვიყავით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, შემდეგ კი ჩვენი სახლიც ვიყიდეთ." - იხსენებს მოდელი.
კარიერა
2017 წელს ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. ვაშინგტონში ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო და მისმა ფოტოებმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ გოგონას მალევე Next Model Management-თან თანამშრომლობა შესთავაზეს. 6 თვეში Prada-სთან კონტრაქტი გააფორმა და როგორც აღვნიშნეთ, ისტორიაში მეორე ფერადკანიანი მოდელი გახდა, ვინც მოდის სახლის ჩვენება გახსნა.
იაი გამოჩნდა სარეკლამო კამპანიაში S/S Nike, Riccardo Tisci და Minotaurs. 2018 წლის ივლისში ის გახდა Estée Lauder-ის მოდელი. 2018 წლის დეკემბერში იგი მონაწილეობდა ალექსანდრე ვანგის "კოლექცია 1" Drop 2-ის კამპანიაში. ასევე იმ წელს, იგი გამოჩნდა Dazed, i-D, Purple Fashion და Dust-ის გარეკანზე.
2022 წლის თებერვალში იგი გამოჩნდა ბრიტანული ვოგის გარეკანზე, სხვა შავკანიან მოდელებთან ერთად. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც იაი ოფიციალურად იქნა აღიარებული სუპერმოდელად, იყო 2022 წლის სექტემბრის გარეკანზე, რომელიც აღნიშნავდა W-ის 50 წლის იუბილეს.
Models.com-მა ის 2023 წლის მოდელად დაასახელა. ანოკი იაი გვხვდება პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზე, გამოდის სხვადასხვა ბრენდის ჩვენებაზე, ესწრება სოციალურ ღონისძიებებს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
"სილამაზე იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. ის შენს შიგნითაა. მას შემდეგ, რაც სილამაზეს საკუთარ თავში იპოვი, მის წაღებას ყველგან, ყველა შემთხვევაში შეძლებ." - ამბობს მოდელი.