„ჩემი მოტივაცია არის ჩემი შვილების მომავალი, რომელიც მინდა ევროპული იყოს" - გვანცა დარასელია - Marao

„ჩემი მოტივაცია არის ჩემი შვილების მომავალი, რომელიც მინდა ევროპული იყოს" - გვანცა დარასელია

2024-12-03 10:32:05+04:00

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს. 

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა:

გვანცა დარასელია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მედიასთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ტელეწამყვანის თქმით, აქციაზე ყოფნის მოტივაცია მისი შვილების ევროპული მომავალია.

„ჩემი მოტივაცია არის ჩემი შვილების მომავალი, რომელიც მინდა ევროპული იყოს. ვერ წამომიდგენია ამ ქვეყანაში მშობელი სხვანაირად როგორ უნდა ფიქრობდეს. ძალიან არ მინდა ეს პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ უმძიმეს კადრებს ვუყურებდეთ“, – საუბრობს გვანცა დარასელია.

  • "საქართველო, მე შენთან ვარ!" - გიორგი მიქაუტაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება 
  • "ასეთი ვარ 6 თვის ორსული" - გვანცა დარასელია წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა. 

გვანცა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი ოჯახის წარმატების შესახებ საუბრობდა: "ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.