მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა:
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ოპერის მომღერლის თქმით, ის ვინც არღვევს კონსტიტუციას ხდება დიქტატორი.
„ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი. არ შეიძლება ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე, ამას ტყუილი ჰქვია. რადგან ასე ძალიან გვიყვარს შედარებები, წინა ხელისუფლებაც გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს, ანუ დაირღვა დემოკრატიის მთავარი ღირებულება და გადაიქცა დიქტატორულ რეჟიმად.
ის ვინც არღვევს კონსტიტუციას ხდება დიქტატორი! შეასრულეთ ის დანაპირები, რის გამოც ქვეყნის უმრავლესობამ გაჩუქათ ყველაზე ძვირფასი, ნდობა! არ შეიძლება ამდენ ხალხს მოღალატე ეძახო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუე!დაიცავით ღირსება!დაიცავით კონსტიტუცია!“, – წერს ნატალია ქუთათელაძე.
ნატალია ქუთათელაძე
ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.
ნატალიასა და აჩიკოს ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.