ლიდერი ჩნდება თავის საზოგადოებაში ცვლილებებისთვისა და დადებითი გავლენის მოხდენისთვის. ამას ქალები მთელს მსოფლიოში ყოველდღე აკეთებენ, მიუხედავად მათი სამუშაო ტიტულისა თუ პოზიციისა.
ინდოეთის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი; გაერთიანებული პროგრესული ალიანსისა და ინდოეთის მემარცხენეთა კანდიდატი. გაიმარჯვა 2007 წლის 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მისი უახლოესი მოპაექრე ბაირონ სინგ შეხავატი.
მარია ესტელა ისაბელ პერონი პირველი ქალი პრეზიდენტია არგენტინასა და დასავლეთ ნახევარსფეროში.
პანამის ღამის კლუბის მოცეკვავე, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, არგენტინის ყოფილი დიქტატორი, ხუან პერონი, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1960 წელს. 1972 წელს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და ფაქტობრივად დაიწყეს საპრეზიდენტო კამპანია. 1973 წლის 23 სექტემბრის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა მისმა მეუღლემ, რომელმაც 12 ოქტომბერს მარია ესტელა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად. 1974 წლის 1 ივლისს პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის პოსტი მისმა ქვრივმა მარია ესტელა მარტინესმა დაიკავა.
ისლანდიელი პოლიტიკოსი, ისლანდიის, ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი.
განათლებით ფილოლოგია. სწავლობდა გრენობილისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
ნიკარაგუის პირველი ქალი პრეზიდენტი. 1979 წლის 18 ივლისს ანასტასიო სომოსა დებაილეს დიქტატურა დაემხო. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო შეიყვანეს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხელმძღვანელ საბჭოში, თუმცა იგი მალევე დატოვა იმ მოტივით, რომ მთავრობა დაშორდა იმ თავდაპირველ პრინციპებს რომლის შესახებაც მოილაპარაკეს კოსტა-რიკის ქალაქ პუნტარენასში და რომელიც ითვლისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებას.
ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი. 1988 წელს ჩამოაყალიბა ევროპის უფლებათა ირლანდიური ცენტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე. 1989 წელს უარი განაცხადა სენატორობაზე დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა და ხელი მიჰყო კერძო იურიდიულ პრაქტიკას, თუმცა დიკ სპრინგმა, რომელიც იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1982 წლიდან და ოპოზიციაში ედგა „ფიანა ფაილის“ მთავრობას შესთავაზა კენჭი ეყარა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
გაიანელი სახელმწიფო მოღვაწე, გაიანის პრეზიდენტი 1997-1999 წწ.
1992 წელს მისი მეუღლე ჩედი ჯაგანი არჩეულ იქნა პრეზიდენტად რომლის გარდაცვალების შემდეგ 1997 წლის მარტში დაიკავა პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. რამდენიმე თვეში კი გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე, ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წწ.
1999 წელს 5 ტურიანი არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო 2003 წელს მეორედ იყარა კენჭი არჩევნებში. 20 ივნისს პარლამენტში გამართულმა კენჭისყრამ მას წარმატება მოუტანა და 4 წლით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო უფლებები.
პანამის პირველი ქალი პრეზიდენტი 1999-2004 წწ. პანამის ყოფილი პრეზიდენტის არნულფო არიასის ქვრივი.
1998 წლის 29 მარტს მირეია მოსკოსო საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამად არნულფისტურმა პარტიამ წარადგინა. არჩევნების წინ მირეიამ ქმრის საფლავზე დაიფიცა რომ გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ლენტს აქ მოიტანდა რომელიც წესით მას არნულფოს ეკუთვნოდა.
ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2005-2010 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტი 2011 წლის 1 იანვრიდან[1]. 2014 წლის 26 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დილმა რუსეფმა დაამარცხა კონკურენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან — აესიუ ნევეში და მეორე ვადით გახდა ბრაზილიის პრეზიდენტი.
2018 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა ამჯერადაც დამოუკიდებლად, უპარტიოდ წარადგინა, თუმცა კვლავ მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნები მან მე-2 ტურში საბოლოოდ მოიგო და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა.