"ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით" - ინდირა განდის გამონათქვამები - Marao

"ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით" - ინდირა განდის გამონათქვამები

2024-12-03 17:54:21+04:00

ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.

  • უარი პრეზიდენტის საყვარლობაზე, წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება - ჯულიეტ ბინოში 
  • ალენ დელონის ბნელი ქარიზმა: რატომ განსაზღვრა ფრანგმა მსახიობმა ანტიგმირი 

ბიოგრაფია

ინდირა განდი დაიბადა 1917 წლის 19 ნოემბერს ქალაქ ალაჰაბადში (თანამედროვე უტარ-პრადეშის შტატი), ინდეთის დამოუკიდებლობისათვის აქტიურად მებრძოლთა ოჯახში. მამამისი ჯავაჰარლალ ნერუ, 1947 წელს, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა განდის ბაბუა მოტილალ ნერუ, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ვეტერანი და ლიდერი. პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ განდის ოჯახის ქალბატონებიც: ბებია სვარუპ რანი ნერუ და დედა კამალა ნერუ არაერთხელ დააპატიმრა ხელისუფლებამ.

indira

 1934 წელს ინდირა შევიდა ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც შექმნა მწერალმა რაბინდრანათ თაგორმა. 1936 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა ევროპაში. 1937 წელს ჩაირიცხა ოქსფორდის სომერვილის კოლეჯში, სადაც შეისწავლა მართვა, ისტორია და ანთროპოლოგია. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში. 

1941 წელს იგი დაბრუნდა ინდოეთში, ხოლო 1942 წელს ცოლად გაჰყვა ფეროზა განდის, რომელიც ფარსების ირანული წარმოშობის ხალხს მიეკუთვნებოდა და აღიარებდა ზოროასტრიზმს. ინდირა და ფეროზი დაქორწინდნენ ყოველგვარი კასტური და რელიგიური ბარიერების უგულებელყოფის გზით. ინდირამ მიიღო მისი გვარი. უკვე 1942 წელს ცოლ-ქმარი დააპატიმრეს. 

indira

1947 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა. მალევე ჩამოყალიბდა პირველი ეროვნული მთავრობა. ინდირა განდი გახდა მამამისის, პრემიერ-მინისტრის პირადი მდივანი.

1964 წელს გარდაიცვალა ინდირა განდის მამა ჯავაჰარლალ ნერუ. ამავე წელს ინდირა აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატის, ლოკ-საბჰას წევრად იეკ-ის რიგებიდან. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლალ ბაჰადურ შასტრიმ შესთავაზა კაბინეტში შესვლა და დაიკავა რადიომაუწყებლობისა და ინფორმაციის მინისტრის თანამდებობა. 1966 წელს შასტრის ტაშკენტში, პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გარდაცვალების შემდეგ ინდირა განდი გახდა იეკ-ის ლიდერი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი (მეორე ქალი მსოფლიოში ამ თანამდებობაზე სირიმავო ბანდარანაიკეს შემდეგ).

indira

გამონათქვამები

  • "ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით"
  • "ნუ გაწყვეტ მეგობრობის ძაფს - თუ მისი გასკვნა მოგიწია, კვანძი სამუდამოდ დარჩება.
  • "ყველაზე დიდი სიკეთე სამყაროში სიყვარული და პატიებაა"
  • "მე დიდხანს ვიცხოვრე და ვამაყობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ხალხის სამსახურში გავატარე"
  • "ქალმა თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს, უნდა იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის. მამაკაცთან მეტოქეობა საჭირო არ არის, ამის ნაცვლად, საკუთარი შესაძლებლობებისა და პიროვნების განვითარებაზე უნდა იზრუნოს"
  • "ისტორიაში არის მომენტები, როდესაც ტრაგედიის და მისი ბნელი ჩრდილების გაფანტვა შესაძლებელია დიდი ადამიანებისა და მათი საქმეების გახსენებით"
  • "ადამიანები ხშირად ივიწყებენ თავიანთ მოვალეობებს, მაგრამ ახსოვთ უფლებები"
  • "ხალხი და მხოლოდ ხალხია მსოფლიო ისტორიის შექმნის მამოძრავებელი ძალა“
  • "მშვიდობის გარეშე ყველა სხვა ოცნება ქრება და ფერფლად იქცევა."