ბრიტნი სპირსი ამტკიცებს, რომ ის 5 წლისაა და მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად - Marao

ბრიტნი სპირსი ამტკიცებს, რომ ის 5 წლისაა და მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად

2024-12-05 16:37:03+04:00

ბრიტნი სპირსს 2 დეკემბერს 43 წელი შეუსრულდა, თავისი დიდი დღის აღსანიშნავად მომღერალმა სამი ვიდეო გააზიარა Instagram-ის ანგარიშზე.

"ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაბადების დღეა. მე არ ვხდები 43 წლის, წელს 5 წლის ვხდები და ხვალ საბავშვო ბაღში უნდა წავიდე", - თქვა სპირსმა ერთ-ერთ ვიდეო კლიპში.

სპირსის დაბადების დღე ორშაბათს დაემთხვა  სემ ასგარისთან განქორწინების დასრულებას. წყვილი 13 თვე იყო დაქორწინებული.

ბრიტნი სპირსი

სიმღერა დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Records და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი ...Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.

britney

მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „...Baby One More Time“ და „Oops!... I Did It Again“ იქცა საერთაშორისო #1 ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა, რამაც „პოპ-პრინცესის“ სტატუსიც შესძინა.

britney

  • ბრიტნი სპირსის ქმარი განქორწინებას ითხოვს - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი 
  • "ძალიან იღბლიანი ვარ; ეს კაბა მუზეუმში უნდა იყოს, მაგრამ მე მაცვია" - როგორ მიაგო ბლეიკ ლაივლიმ ბრიტნი სპირსს პატივი 

ოჯახი

ერთი წლის წინ ბრიტნი სპირსმა მამის "პატიმრობიდან" თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ჯეიმი სპირსი წლების მანძილზე მკაცრად აკონტროლებდა შვილის ცხოვრებას და მომღერალმა მხოლოდ სასამართლოს ძალით შეძლო მისგან თავის დაღწევა. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "რატომ დააპატიმრა ჯეიმ სპირსმა ბრიტნი? - კენტვუდის წყევლა," სადაც ჟურნალისტი პოპ-მომღერლის ოჯახის ისტორიის შესახებ და გამოძიების დროს აღმოჩენილ ბნელ ეპიზოდებზე გვიყვება.

ბრიტ­ნის მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი 1976 წელს გა­იც­ნეს და იქორ­წი­ნეს. ჯე­ი­მის უკან პირ­ვე­ლი ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბა და ტრავ­მის გამო დან­გრე­უ­ლი კა­რი­ე­რა იდგა. ქორ­წი­ლი­დან ერთი თვის შემ­დეგ ლინი და­ორ­სულ­და და 1977 წელს მათ ვაჟი, ბრა­ი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ. ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჯე­ი­მი არ ყო­ფი­ლა იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი. ის სვამ­და და ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. რო­დე­საც ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ ქმა­რი ღა­ლა­ტობ­და, გან­ქორ­წი­ნე­ბა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მო­ი­თხო­ვა. წყვი­ლი ისევ შე­რიგ­და და ერთ წე­ლი­წად­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ბრიტ­ნი შე­ე­ძი­ნათ. გო­გო­ნას სა­ხე­ლად ჟანი და­არ­ქვეს, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრიტ­ნი ამ­ბობ­და, რომ შე­საძ­ლოა ეს სა­ხე­ლი და­წყევ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.