ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის წყვილს საქართველოშიც და მის მიღმაც უკვე ბევრი იცნობს. UFC-ის ქართველი ჩემპიონის კარიერული წარმატებების გარდა, დიდ ინტერესსა და სიყვარულს მისი ოჯახიც იმსახურებს. ილიას პირველ მეუღლესთან ერთი შვილი, ჰუგო თოფურია ჰყავს. მას და ჯორჯინას კი ოთხი თვის წინ პატარა გოგონა შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი ჰქვია.
ჯორჯინა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, განსაკუთრებით კი ქალიშვილის ფოტოებსა და ვიდეოებს. ამჯერად ის მამა-შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს:
"დღეს გავიღვიძე და დედიკოს და მამიკოს ვაკოცე".
"შემდეგ კი დედამ ასე გამომაწყო".
ილია თოფურიას ოჯახი
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ილია თოფურიას ჰყავს მშობლები, ძმა, ალექსანდრე თოფურია, რომელიც ასევე სპორტსმენია და ორი და. ილიას პირველ მეუღლესთან ერთი ვაჟი, ჰუგო შეეძინა. ცოტა ხნის წინ კი მან ჯორჯინა უზკატეგუიზე იქორწინა. წყვილს დიდი ქორწილი არ გადაუხდია, ოფიციალური ცერემონია ახლობლების გარემოცვაში გაიმართა.
ოთხი თვის წინ დაიბადა ილიასა და ჯორჯინას ქალიშვილი, რომელსაც დედის სახელი დაარქვეს. ჯორჯინა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.