წარმატებული კარიერა, სიმსივნის დიაგნოზი და პირადი ცხოვრება - ბიანკა ბალტი - Marao

"ქალი,რომელიც მონიკა ბელუჩიმაც ვერ დაჩრდილა": წარმატებული კარიერა, სიმსივნის დიაგნოზი და პირადი ცხოვრება - ბიანკა ბალტი

2024-12-05 17:13:54+04:00

ბიანკა ბალტი იტალიელი მოდელია. იგი ცნობილია თავისი Dolce & Gabbana-ს კამპანიებით და 10 წლის განმავლობაში იყო ბრენდის სახე.

დაიბადა იტალიაში, ლოდიში . ის ბრუნო ბალტისა და მარიამ ბიკია მარზანის მეორე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. მისი მამა ეთნიკურად იტალიელია, ხოლო დედა აზერბაიჯანელი.

კარიერა

სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა მაღაზიაში მომუშავე გოგონა მოდის აგენტმა შეამჩნია.

  • უარი პრეზიდენტის საყვარლობაზე, წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება - ჯულიეტ ბინოში 
  • "სილამაზე იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს" - ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მოდელის ისტორია 

bianca

ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 2005 წელს მოაწერა მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.

bianca

2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან, იგი გამოდიოდა შოუები ისეთი დიზაინერებისთვის , როგორებიცაა შიატზი ჩენი , კარლ ლაგერფელდი , ჯანფრანკო ფერე , მარკ ჯეიკობსი , ალექსანდრე მაკქუინი , ჟივანში , ზაკ პოზენი , ჰერმესი , ჯონ გალიანო , გუჩი , ფენდი , ვალენტინო , პრადა . მისიონი , შანელი , კრისტიან დიორი , ვერსაჩე , ოსკარ დე ლა რენტა , ნარცისო როდრიგესი , რალფ ლორენი , კაროლინა ჰერერა და Victoria's Secret.

2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

bianca

პირადი ცხოვრება

2006-2010 წლებში მოდელი დაქორწინებული იყო ასისტენტ ფოტოგრაფ კრისტიან ლუჩიდიზე. ყოფილ მეუღლეებს ჰყავთ ქალიშვილი მატილდა ლუჩიდი.

2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო.  საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში.  წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი.  მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა.  შემდგომში  განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა  2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო.

bianca

სიმსივნის დიაგნოზი

ბი­ან­კა ბალ­ტის საკ­ვერ­ცხის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

"გა­სულ კვი­რას გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე და გა­ვი­გე, რომ მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლი საკ­ვერ­ცხის კი­ბო­თი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს იყო ში­შით, ტკი­ვი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე კვი­რა, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით, იმე­დით და ძა­ლით სავ­სე ვარ.წინ გრძე­ლი გზა მე­ლის, მაგ­რამ ვიცი, რომ ამას და­ვა­მარ­ცხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­ბომ ის მას­წავ­ლა, რომ თი­თო­ე­ულ დაბ­რკო­ლე­ბა­ში სი­ლა­მა­ზე უნდა და­ვი­ნა­ხო", - წერდა ბი­ან­კა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და აღ­ნიშ­ნავდა, რომ ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.

2022 წლის ბო­ლოს ბალ­ტიმ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ BRCA1 გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის დას­მის შან­სი 50%-ია, ხოლო საკ­ვერ­ცხის 30%.