მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა, რომელმაც გუშინ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა, სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მსახიობი წერს, რომ „იმედში“ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს.
მისივე თქმით, „ყველას თავისი სიმართლე აქვს, თუმცა როცა სხვისი სიმართლის არ გჯერა, უნდა გაეცალო“:
„ერთი მინდა იცოდეთ, იმედში ძალიან ბევრი გადასარევი ადამიანი მუშაობს, საოცარი გუნდი ვიყავით, გასაგიჟებელი! მაკა ლომიძე ცალკე სხვა თემაა, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის! ყველას თავისი სიმართლე აქვს, თუმცა როცა სხვისი სიმართლის არ გჯერა, უნდა გაეცალო!“ – წერს რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ გუშინ დატოვა. როგორც ტელეწამყვანი წერს, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერს რუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.