"მეც მწყინს თქვენი სასტიკი მესიჯები, რომელსაც ვიღებ, მეც მწყინს ჩემი მეგობრების ლაიქები სტატუსებზე სადაც მაბულინგებენ" - ნანუკა გულუა - Marao

"მეც მწყინს თქვენი სასტიკი მესიჯები, რომელსაც ვიღებ, მეც მწყინს ჩემი მეგობრების ლაიქები სტატუსებზე ,სადაც მაბულინგებენ" - ნანუკა გულუა

2024-12-09 13:32:41+04:00

„დღეს ჩემი ცხოვრების საჩუქრის, იკუნას დაბადების დღეა… ბუშტიც არ მიყიდია, ტორტზე და სხვა სადღესასწაულო ნივთებზე საუბარიც ზედმეტია, დილამდე არც გამხსენებია…

იმას, რაშიც ვიმყოფებით, მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება, საერთო ჯოჯოხეთია!

მინდა ვთქვა, რომ ყველა კადრი, სადაც ადამიანი ტირის, სტკივა და განიცდის - მანადგურებს! ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავები და ნაფერებია და მისი ხელყოფის უფლებაც არავის აქვს!

ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი, მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა..!

რა გიმტკიცოთ? ის, რომ იმედზე ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ? ვიცი, სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის! არც ვინმე მაძალებს რამეს, პირიქით, თავისუფალი ვარ და მჯერა და მწამს მხოლოდ ევროპული მომავლის!

  • „სტიმულს ვაძლევთ სხვა საჯარო მოხელეებს, რომ გაიფიცონ" - ანკა ვასაძის მიართვა 

მეც მწყინს თქვენი სასტიკი მესიჯები, რომელსაც ვიღებ, მეც მწყინს ჩემი მეგობრების ლაიქები სტატუსებზე, სადაც მაბულინგებენ, მეც მწყინს, რომ სადაც უსამართლოდ “მასამართლებენ”- თქვენ დუმხართ, მეც მწყინს, რომ "იმედზე" მომუშავეს, ყველას, წარმოუდგენელი ზიზღით ახსენებთ, მეც მწყინს, რომ ორსულს იმდენად დაუნდობლად მექცევით, რომ სავალალო შედეგის საშიშროებაც არ გაღელვებთ - მაგრამ მესმის! ისეთი ემოციური ფონი გვაქვს, ვერ ვსაზღვრავთ რაღაცებს…

ადამიანები ვდუმვართ იმიტომ, რომ გვეშინია, თუ მათემატიკური სიზუსტით არ გადავიწერთ თქვენგან აზრს, კოლექტიურად დაგვესევით, თუ აზრს ითხოვთ - პატივი ეცით!

მეგობრებო, დღეს თუ ხვალ ყველაფერი დასრულდება, დავმშვიდდებით, დავწყნარდებით და ვეცადოთ, სახე ისე არ დავკარგოთ, რომ ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედოთ... ღმერთო, დაგვიფარე გთხოვ!“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

  • "მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერი არის... მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო, ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა" - სალომე ზურაბიშვილი 
  • "ძალიან დიდია უსამართლობის შეგრძნება. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაფერს აქვს საფასური" - ქრისტინე იმედაძე 

საპროტესტო აქციები

საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. 

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.