თაკო ტაბატაძის წერილი: "რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს, მალე დამთავრდება!" - Marao

თაკო ტაბატაძის წერილი: "რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს, მალე დამთავრდება!"

2024-12-09 14:15:16+04:00

"მგონია, რომ რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს, მალე დამთავრდება! აღმოვჩნდით ავტორიტარულ რეჟიმში, სადაც ქვეყანას "მართავს” კრიმინალური დაჯგუფება! სახლებში ორდერის გარეშე შევარდნა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასახიჩრება, სასამართლოს სადამსჯელო იარაღად გამოყენება, დაშინება, ცრუ ბრალდებები, რეპრესიები, მედიაზე თავდასხმა და ძალადობა! მედიაზე, ხალხო! რომელიც ფრონტის წინა ხაზზეც კი ხელშეუხებელი უნდა იყოს!

  • გასაოცარი გარეგნობა, ბევრი სირთულე პირად ცხოვრებაში და დიდი წარმატება - თაკო ტაბატაძის პორტრეტი 

თანავუგრძნობ ყველა იმ გამწარებულ დედას, რომელთა შვილებიც აწამეს და უსამართლოდ დააკავეს.

მე არ მეშინია და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ხვალ ჩემი შვილი არ აღმოჩნდეს თქვენი დამპალი ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებში! ჩვენი სახელოვანი გმირები იმისთვის არ დაღუპულან, რომ რუსეთიდან ჩამოთრეული მეთოდებით დაგვაშინოთ! ეს ქვეყანა ჩვენია! საქართველო ევროპაა!" - დაწერა სოციალურ ქსელში მოდელმა და მსახიობმა თაკო ტაბატაძემ. 

tabatadze

თაკო ტაბატაძე

თაკო ტა­ბა­ტა­ძემ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო და ამ მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მო­უწია. მისი დე­ბი­უ­ტი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის - ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმში შედ­გა. "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია" ეკ­რა­ნებ­ზე იან­ვარ­ში გა­მოჩ­ნდა. ამ ფილმში თაკო მთა­ვარ როლ­შია. მისი გმი­რი ნინო, წარ­სულ­ში ბა­ლე­რი­ნა, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ, ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის. ფილმში ვხე­დავთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს – მხატ­ვრებს, ხე­ლო­ვა­ნებს, მუ­სი­კო­სებს. სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია, რო­მელ­საც დათო ევ­გე­ნი­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა კი­დევ უფრო ალა­მა­ზებს. თაკო ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია რე­ჟი­სორ ნანა ჯორ­ჯა­ძის, რად­გან მან ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს ამ­ხე­ლა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა 4 წლის წინ და­ი­წყეს. ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნებ­ზე და ფილმმა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

თაკო ბოლო დროს ასე­ვე არა­ერთ უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­და. თვლის, რომ ეს 4 წელი მის­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო.

"ძალიან უკვირთ, ამ ასაკში 4 შვილი რომ მყავს... სასიამოვნო არაა, როცა დედას აბრალებენ რაღაცას, ვცდილობ ჩემი შვილები ძლიერი გოგონები იყვნენ" - თაკო ტაბატაძე 

4 ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ შვი­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი. ისი­ნი თა­კოს დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც მშვე­ნივ­რად უთავ­სებს.

"ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მომ­წონს და მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა, რომ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვარ ჩარ­თუ­ლი. არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მო­ვა­ხერ­ხე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი არ არის, რომ მარ­ტო ამით და­კავ­დეს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. ორი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, ხელს მი­წყო­ბენ. მეც ბევ­რს ვშრო­მობ, რომ ვიყო ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი ქალი. ხში­რად დი­ლით ძა­ლი­ან ადრე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. ვცდი­ლობ ხან შა­ბათ-კვი­რას ჩავ­სვა გა­და­ღე­ბე­ბი. რაც დრო გა­დის, პრო­ექ­ტიც მე­ტია და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს", - ამბობდა თაკო ტაბატაძე...გაგრძელება