„მშვიდობას ორი ადამიანი არ სჭირდება; მას მხოლოდ ერთი სჭირდება. ეს შენ უნდა იყო" - ბაირონ ქეითის გამონათქვამები - Marao

„მშვიდობას ორი ადამიანი არ სჭირდება; მას მხოლოდ ერთი სჭირდება - ეს შენ უნდა იყო" - ბაირონ ქეითის გამონათქვამები

2024-12-09 23:35:31+04:00

ბაირონ ქეითი 30 წლის ასაკში ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მომდევნო ათი წლის მანძილზე მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად მძიმდებოდა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ქეითი (როგორც მას მიმართავენ), თავის საძინებელს იშვიათად ტოვებდა. ერთ დილას კი ღრმა სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა, აღმოაჩინა ის, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ქეითი მას „რეალობაში გამოღვიძებას“ უწოდებს.

ბაირონ ქეითი

"აღმოვაჩინე, რომ როდესაც ჩემი ფიქრების მჯეროდა – ვიტანჯებოდი, ხოლო როდესაც აღარ მჯეროდა – აღარ ვიტანჯებოდი და ეს ასეა თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც. თავისუფლებაც ასეთივე მარტივია. გავაცნობიერე, რომ ტანჯვა არჩევითია. ჩემს თავში ვიპოვე სიხარულის შეგრძნება, რომელიც არასდროს ქრება – ერთი წამითაც კი. ეს სიხარული თითოეულ ჩვენგანშია, ყოველთვის."

ქეითმა გააცნობიერა, რომ მასში დეპრესიულ განცდებს იწვევდა არა მის გარშემო არსებული სამყარო, არამედ ის წარმოდგენები და შეხედულებები, რაც ამ სამყაროს შესახებ ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ ამაოდ გაეგრძელებინა სამყაროს შეცვლის მცდელობა, რათა მორგებოდა თავის წარმოდგენებს – თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის, მან შეძლო ამ წარმოდგენების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. შემდეგ კი მის წინაშე არსებულ რეალობასთან შეხვედრით წარმოუდგენელი თავისუფლება და სიხარული განიცადა. ამ გაცნობიერების შედეგად, საწოლს მიჯაჭვული და სუიციდური ფიქრებით შეპყრობილი ქალი სიყვარულით აივსო იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ცხოვრება სთავაზობს.

„სამუშაო“, ქეითის თვითგამორკვევის პროცესი, მისი გამოცდილების შედეგად არ ჩამოყალიბებულა; მისი თქმით, მან იმ თებერვლის დილას, „სამუშაოსთან“ ერთად გაიღვიძა. მათ, ვინც პირველებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე, „სამუშაო“ განაცხადეს, რომ ეს გამოცდილება მათთვის ტრანსფორმაციული აღმოჩნდა და ქეითმა მალევე დაიწყო მოწვევების მიღება, რათა სხვებისთვისაც საჯაროდ ესწავლებინა ეს პროცესი.

1986 წლიდან მოყოლებული ქეითმა „სამუშაო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს საჯარო ღონისძიებებზე, კორპორაციებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, ეკლესიებში, ციხეებსა და საავადმყოფოებში, საკვირაო სემინარებზე, საოცარ 9 დღიან „სამუშაოს“ სკოლაში და „სამუშაოს“ ინსტიტუტის მეშვეობით გააცნო.

  • "ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით" - ინდირა განდის გამონათქვამები 
  • "ვნება არის ყველა შემოქმედების მამოძრავებელი ძალა" - ანა მანიანის გამონათქვამები 

გამონათქვამები

  • ”ცხოვრება მარტივია. ყველაფერი ზუსტად შესაფერის მომენტში ხდება, არც ძალიან მალე და არც გვიან. არ უნდა მოგწონდეს... უბრალოდ უფრო ადვილია თუ მოგეწონება“.
  • „ფიქრი უვნებელია, თუ არ გვჯერა. ეს არ არის ჩვენი აზრები, არამედ ჩვენი მიჯაჭვულობა ჩვენს აზრებზე, რაც იწვევს ტანჯვას. აზრთან მიმაგრება ნიშნავს დაჯერებას, რომ ის სიმართლეა, დაუკითხავად. რწმენა არის აზრი, რომელსაც ჩვენ ხშირად წლების განმავლობაში ვუკავშირდებით“.
  • "არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც ფიქრობ."
  • „არაფერი არ დგება თავის დროზე ადრე და არც არაფერი მომხდარა, რაც არ უნდა მომხდარიყო“.
  • „მშვიდობას ორი ადამიანი არ სჭირდება; მას მხოლოდ ერთი სჭირდება. ეს შენ უნდა იყო. პრობლემა იწყება და მთავრდება შენით."