16 დეკემბერს პირველად გამოვა ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეული, რომელიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას აერთიანებს
ეს წიგნები, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ რომანებს, მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს მოიცავს, ნამდვილი საჩუქარია ჭაბუას შემოქმედების მოყვარულებისთვის. მკითხველს შეეძლება, თვეში ერთი წიგნი შეიძინოს. ხუთტომეული ხელმისაწვდომი იქნება ბიბლუსის მაღაზიებში, პრესის ჯიხურებსა და ონლაინ პლატფორმებზე.
სერიის პირველი ტომი სპეციალური ფასი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში 14 ლარი იქნება
წიგნს თან დართული აქვს მწერლის შვილის ქუცნა ამირეჯიბის დოკუმენტური ფილმი „ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა პროტოტიპები“.
ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები დღემდე რჩება ზნეობრივი და ფილოსოფიური ძიების გზამკვლევად. მისი ცხოვრება და შემოქმედება მოწმობს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის რწმენა, პრინციპების ერთგულება და თავდადება. ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის გამოცემა ახალი სიცოცხლეა არა მხოლოდ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობისთვის, არამედ იმ ფასეულობებისთვისაც, რომლებიც ქართული კულტურის ფუნდამენტს ქმნის. ეს პროექტი მკითხველს შესაძლებლობას ანიჭებს, ხელახლა აღმოაჩინოს ჭაბუას შემოქმედებითი სამყარო და შთაგონება მიიღოს მისი შესანიშნავი ტექსტებისგან“, - განაცხადა მწერლის შვილმა ქუცნა ამირეჯიბმა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტისთვის შეიქმნა ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებების თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლთა შეძენასაც მკითხველები „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და გამომცემლობის ვებგვერდზე შეძლებენ:
R