შორდებიან თუ არა თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე: რას წერს მედია ცნობილი წყვილის შესახებ - Marao

შორდებიან თუ არა თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე: რას წერს მედია ცნობილი წყვილის შესახებ

2024-12-12 14:58:47+04:00

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ჯარ­ჯი თო­რა­ძის წყვი­ლის გარ­შე­მო ბოლო დროს თბი­ლის­ში ისევ ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც მათი "ლავ­სთო­რი" სა­ჯა­რო გახ­და, მუდ­მი­ვად მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ. თბი­ლის­ში ისევ სა­უბ­რო­ბენ, რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, თუმ­ცა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­თია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს.

  • "მე და შენ ხელიხელჩაკიდებულები ვივლით ცხოვრების იმ ხანგრძლივ გზაზე, რასაც ღმერთი შემოგვთავაზებს” - თათია შარანგია ჯარჯი თორაძეს დაბადების დღეს ულოცავს 

Ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ ახლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში არც თუ ისე კარ­გი პე­რი­ო­დია და ისი­ნი გაყ­რის ზღვარ­ზე არი­ან. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯარ­ჯი თო­რა­ძეს ბოლო დროს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, თა­თია, მუდ­მი­ვად გვერ­დით ედგა მე­უღ­ლეს და მისი მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე და მხარ­დამ­ჭე­რი იყო...გაგრძელება 

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე

თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 2024 წლის 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.  

„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..

გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.

ეს იყო ჯარჯისთან პატარა კონფლიქტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი. შეიძლება აფექტური იყო და შეიძლება შემეშალა, მაგრამ დავწერე.

სტატუსი ორ საათში წავშალე, მაგრამ განხილვა სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რიგმა ადამიანებმა გვაჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, გავიგეთ, ვის ვუყვარვართ და ვის არა. შერიგება მარტივად მოხდა.

  • "სანდროზე წერენ, რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო; პირადადაც მომწერეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - რას ამბობს სანდრო შელიას მეუღლე, ჟურნალისტი ნინა ხუბუტია, ნეგატიურ კომენტარებზე 

ჯარჯი ტორნადოსავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად ასეთი ადამიანია. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი. მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. მისი წყალობით ჩემს თავს დავუბრუნდი.

სასტიკად ერთნაირები ვართ. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები, რომ ბავშვობაში და ჩემს თავთან დამაბრუნა“ –  ამბობდა თათია შარანგია.