მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ პირველ ლედიდ მიიჩნევა. მისი სტილი საზოგადოების ნაწილის ინტერესისა და მიბაძვის ობიექტია. სწორედ ამიტომ, მელანიას ფანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მისი ფოტო მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი გამოცემის, Vogue-გარეკანზე დაიბეჭდებოდა.
მელანიასა და Vogue-ს "ურთიერთობა" არაერთხელ ყოფილა მედიის განხილვის თემა.2022 წელს, Fox Nation-თან ინტერვიუში მელანია ტრამპმა Vogue-ს "მიკერძოებული" უწოდა. წამყვანმა პირველ ლედის ჰკითხა, თუ რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ პირველი ქალბატონები, მათ შორის ჯილ ბაიდენის, მიშელ ობამას, ჰილარი კლინტონის ფოტოები გარეკანზე დაბეჭდეს, მას კი ეს შესაძლებლობა არ მიეცა.
ისინი მიკერძოებულები არიან, ეს აშკარაა. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი და ყველა ხედავს ამას, მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს გასაკეთებელი და უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთე თეთრ სახლში, ვიდრე Vogue-ს გარეკანზე გამოჩენაა, - აღნიშნა მელანია ტრამპმა.
"დაიჯერებთ? გჯერათ? მელანია იყო Vogue-ის გარეკანზე ჩემს პრეზიდენტობამდე, მაგრამ შემდეგ, მისთვის ეს კარი დაიხურა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მელანიას ეს არ აინტერესებს. არაერთი ჟურნალის გარეკანზე იყო, Vogue-ს გარეკანზეც, მაგრამ მანამდე, სანამ პოლიტიკაში გამოვჩნდებოდი", - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც The Daily Beast-ი წერს, პირველი ლედის ყოფილი მრჩევლის, სტეფანი უინსტონ ვოლკოფის თქმით, Vogue-ს სურდა ფოტოსესია პირველი ლედისთვის, მაგრამ მელანიამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც გამოცემამ არ მისცა გარანტია, რომ მის ფოტოს ყდაზე დაბეჭდავდნენ.
განსაკუთრებით გამძაფრდა მელანიას მომხრეებში უსამართლობის განცდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში Vogue-გარეკანზე ჯილ ბაიდენის ფოტო დაიბეჭდა...გაგრძელება
თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის ორგზის პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. სამშობლოდან წასვლა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით მოახერხა - დონალდ ტრამპის გაცნობამდე მელანია საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და პარიზსა და მილანში მუშაობდა.
ამბობენ, რომ მელანია და დონალდ ტრამპი ერთად აღარ ცხოვრობენ ხშირად ამბობენ, რომ მელანია ტრამპი არ არის თავისი მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე დადასტურებული არ არის, ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება ხშირად გამხდარა ამერიკული მედიის ინტერესის საგანი.
ინსაიდერის თქმით, მელანია და დონალდი სრულიად განცალკევებით ცხოვრობენ. „ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად“, - განუცხადა წყარომ The Washington Post-ს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს აქვს სრულიად განსხვავებული განრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.