სალომე ჭაჭუა ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. მოცეკვავე სიახლეს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამჯერად სალომეს პარტნიორობას დენი ო'კაროლი გაუწევს.
დენი ო'კაროლი
ო'კაროლი ირლანდიელი მსახიობი და პროდიურსერია. ო'კაროლი დაიბადა 1983 წლის 16 ოქტომბერს დუბლინში. ის არის ბრენდან ო'კეროლის ვაჟი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სერიალით Mrs. Brown's Boys.
სალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან". ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.
2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
სალომე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და გამომწერებს ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.
სალომე ჭაჭუას პირადი ცხოვრება
სალომე ჭაჭუას, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სილამაზისა და ნიჭის გოგოზე, ბევრს საუბრობენ. არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი პირადი ცხოვრებაც. ცნობილია, რომ სალომეს რომანი ჰქონდა ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე რატი გაჩეჩილაძესთან, რომელიც 15 წლის ასაკში სტუდია "თელაში" გაიცნო. მოგვიანებით სალომემ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე იქორწინა. სალომე და გიორგი ამავე პროექტში პარტნიორები იყვნენ. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა გიორგი დაქორწინებულია, სალომე კი პირდ ცხოვრებაზე საჯაროდ არ საუბრობს.