მეგან მარკლმა და პრინც ჰარიმ 2024 წლის სადღესასწაულო ბარათი ორშაბათს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნებს. ფოტოზე მათი შვილები, არჩი და ლილიბიტიც არიან. ახალი პორტრეტი, ჩნდება ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე, რომ ჰარის „არ სურს“ თავისი შვილების გამოსახულებები საჯარო სივრცეში გამოაქვეყნოს...
"პრინც ჰარის და მეგანის, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას, Archewell Productions და Archewell Foundation-ის ოფისის სახელით", - ნათქვამია ბარათში. "გისურვებთ ბედნიერ სადღესასწაულო სეზონს და ბედნიერ ახალ წელს."
ეს არის ბავშვების პირველი ფოტო 2022 წლის შემდეგ, ბარათზე ასევე გამოსახული იყო რამდენიმე ფოტო ჰარის და მეგანის მოგზაურობიდან ნიგერიასა და კოლუმბიაში.


მეგან მარკლი
მეგან მარკლი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მამის მხრიდან იგი ინგლისელ-ირლანდიელია, ხოლო დედის ხაზით აფროამერიკელი. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო საშემსრულებლო ხელოვნებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ამის შემდეგ იგი დროებით გადავიდა ბუენოს-აირესში, არგენტინაში, სადაც ამერიკის საელჩოში მუშაობდა.
2016 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინც ჰარის რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მეგან მარკლთან. 2017 წლის 27 ნოემბერს ისინი დაინიშნნენ, 2018 წლის 19 მაისს კი ქორწილის დღეც დაინიშნა.
ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 8 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მდინარე იორდანედან ჩამოტანილი წყლით ანგლიკანად მონათლა მეგანი, რათა ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. მის ნათლობას დაესწრო როგორც პრინცი ჰარი, ასევე მამამისი, პრინცი ჩარლზი და მისი მეორე ცოლი, კამილა. მისი 45 წუთიანი ნათლობის ცერემონიალი კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯასტინ უილბიმ ჩაატარა. ვინაიდან მარკლსა და ეპისკოპოსს კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგანმა მონათვლა მას თავად სთხოვა. უილბიმ მას ასევე შეასწავლა ანგლიკანური რწმენისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები.
2018 წლის 19 მაისს, უესტმინსტერში შედგა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინება, რის შემდეგაც მას სასექსის ჰერცოგინიობა უბოძეს. ამავე წლის 15 ოქტომბერს წყვილმა გამოაცხადა, რომ 2019 წლის გაზაფხულისათვის ბავშვს ელოდებოდნენ.