"შვილის დანახვისას ხვდები, რომ შენი ცხოვრება სულ თავიდან დაიწყო და ამ დრომდე არც გიცხოვრია" - მაკა ცინცაძე - Marao

8-წლიანი ქორწინება, დედის ამპლუა და ხმაურიანი კარიერა: გაიცანით მაკა ცინცაძე ეკრანს მიღმა

2024-12-17 21:12:14+04:00

მომ­ხიბ­ვლე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაკა ცინ­ცა­ძე საზოგადოებას ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტრო­დან“ ახალი ამ­ბების წამყვანობიდან ახსოვს, შემდეგ იყო GDS-ის თოქ-შოუ „20-30“ და ახლა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ უძღვება. საზოგადოებას მაკა ალბათ ახსოვს ასევე რადიო „უცნობის” და რადიო „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებებიდან, სადაც ის წამყვანი იყო და 2009 წლიდან თამაშობდა ელიტარულ ინტელექტ-კლუბში „რა? სად? როდის?“. 

პირადი ცხოვრება

პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი ტელეწამყვანს არ უყვარს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეყვარებული არ არის და მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მის შვილს უკავშირდება.  

რამდენიმე წლის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მაკა მეუღლეს დაშორდა. ტელეწამყვანმა ახალი ამბავი ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა. 

„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან, პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და  გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ხუთი წლისაა. ანებივრებენ და ისიც ირგებს….“

  • პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსი უმშვენიერეს ლია ელიავას და ცხოვრების უცნობი ამბები 
  • ნინო თოლორდავა სუროგაციასა და შვილთან პირველად შეხვედრის შესახებ: "ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს" 
  • "ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო" - მაკა ცინცაძე პირადსა და კარიერაზე 

maka

როგორც მაკა ამბობს, მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი შვილთან გატარებული დროის სიმცირეა, თუმცა ყოველთვის ახერხებს, სამსახურის შემდეგაც და მანამდეც, მასთან იყოს. 

„თუ რას ნიშნავს დედობა და რა შეგრძნებაა ეს, ამის გამოცემა რთულია. შვილის დანახვისას ხვდები, რომ შენი ცხოვრება სულ თავიდან დაიწყო და ამ დრომდე არც გიცხოვრია. გენანება ყოველი დღე, რომელიც მის გარეშე გაატარე და თან ხვდები, თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება“, - ამბობდა მაკა. 

მაკა ცინცაძის ძმა

მაკა ცინცაძის, მის ბავშვობისა და ოჯახის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ძმა, ანრი საუბრობდა: "სა­ნამ წა­მო­ვიზ­რდე­ბო­დით, მაკა ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ჩხუ­ბე­ბო­და. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, კარ­გად ვა­კე­თებ­დი თუ ცუ­დად. რო­დე­საც მისი მე­გობ­რე­ბი სტუმ­რად მო­დი­ოდ­ნენ, ოთა­ხი­დან მაგ­დებ­და, შემ­დეგ იმათ ვე­ცო­დე­ბო­დი და უკან შევ­ყავ­დი, იმი­ტომ რომ ის ოთა­ხი ჩე­მიც იყო. 

ერთხელ ძა­ლი­ან დიდი თა­ი­გუ­ლი მო­არ­თვეს. სა­დარ­ბა­ზოს­თან ვი­დე­ქი და მკი­თხეს, მა­კას თუ იც­ნო­ბო. თაყ­ვა­ნის­მცე­მელს ყვა­ვი­ლე­ბი გა­მო­ვარ­თვი, მაგ­რამ მა­კას­თან არ ამი­ტა­ნია. ერთი გო­გო­ნა მომ­წონ­და და იმას მი­ვარ­თვი. რვა წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­კას ერთ-ერთ თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მე. მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი რომ მი­მე­ტა­ნა, იმ ბიჭს სა­თა­მა­შო კომ­პი­უ­ტე­რი ვა­ყიდ­ვი­ნე, მა­შინ ისე­თი კომ­პი­უ­ტე­რი თბი­ლის­ში ხუთ ადა­მი­ანს თუ ექ­ნე­ბო­და. შემ­დეგ კი, თუ რამე ახა­ლი თა­მა­ში გა­მო­ვი­დო­და, დის­კე­ბიც უნდა მო­ე­ტა­ნა. შე­თან­ხმე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი დის­კი და­მიგ­როვ­დე­ბო­და. ბო­ლოს ეს ამ­ბა­ვი გას­კდა, იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან კომ­პი­უ­ტერ­ზე ვთქვი, მა­თხო­ვეს-მეთ­ქი. არა­და, ამ­დენ ხანს ვინ მა­თხო­ვებ­და. თან დის­კე­ბიც ნა­ხეს, ძა­ლი­ან ბევ­რი და­მიგ­როვ­და", - იხსენებდა მაკა ცინცაძის ძმა.